მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების დემონსტრირების შესანიშნავი შესაძლებლობა, სცენაზე გაცოცხლებული ქართული ანიმაციური ფილმი ,,წუნა და წრუწუნა“, ქართული და სპორტული ცეკვების მონაცვლეობა, მუსიკალური ნომრების მრავალფეროვნება. ჩამოთვლილი აქტივობები დღეს სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეებმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სპექტაკლი წარმოადგინეს. მეორე ნაწილში კი სცენა საესტრადო ნომრებს დაეთმო.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა შეკრებიულ საზოგადოებას მობრძანებისთის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი დამდეგი შობა-ახალი წელი უსურვა.
გთავაზობთ საესტრადო ნომრების ფოტოკოლაჟს.
მუსიკალური ხელმძღვანელი: ნატა ჩხაიძე
სპექტაკლის რეჟისორი: ლევან ლეჟავა
ქართული ცეკვის ქორეოგრაფი: ზაზა ბიბილეიშვილი
სპორტული ცეკვების ქორეოგრაფი: მარიამ ცინცაძე