საჭადრაკო ტურნირი

საჭადრაკო კლუბმა „მერანმა“ უმასპინძლა დამწყებ მოჭადრაკეებს ტურნირით – „პირველი ნაბიჯები“

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა — ერეკლე გოცირიძემ, დანიელ კბილაშვილმა, საბა მამუჩიშვილმა, გიორგი ნარჩემაშვილმა, ზუკა კაკლიანმა, დაჩი ვარდიაშვილმა და ელენა მოცრაძემ — ღირსეულად იასპარეზეს და სულ ცოტა დააკლდათ მედლების მოპოვებამდე!

მათ წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ სიგელები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირის წინა გამარჯვებული ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე — იოანე ორბელაშვილია. გულწრფელად ვულოცავთ და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ნორჩ მოჭადრაკეებს!