საერთაშორისო ოლიმპიადა ,,BESAFENET” _ კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა

სკოლა ,, აკადემოსის“ მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო ოლიმპიადამ ,,BESAFENET”, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეებს ყოველწლიურად დისტანიურად მასპინძლობს საუკეთესო შედეგების მქონე სკოლები წელსაც გამოავლინა. მრავალფეროვანი ლექსიკური მარაგის, არგუმენტირებული მსჯელობის, სტრუქტურული დახვეწილობისა და საინტერესო ფოტო მასალების გამოყენების კრიტერიუმების გათვალისწინებით სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეთა მიერ წარდგენილი ესე საუკეთესო ქულების მიხედვით სამეულში მოხვდა. ოლიმპადაში, რომელშიც სულ 209 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას მოსწავლეები ორი კრიტერიუმით ფასდებოდნენ. ღია შეკითხვები სტემის საგნებიდან ,პრეზენტაცია მოცემულ თემატიკაზე და ინგლისურენოვანი ესე ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებით. ოლიმპიადის მიზანია STEM-ის საგნებში მოსწავლეების ცოდნის დონის განსაზღვრა და მათი ცნობიერების ამაღლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოლიმპიადა ინგლისურენოვანია, რაც ხაზს უსვამს ჩვენი მოსწავლეების მაღალ აკადემიურ შედეგებს ამ საგნებში. ვულოცავთ აკადემოსელებს წარმატებას.

კონკურანტები:

  • ნუცა გახოკიძე (X კლ);
  • მარიამ გრიგოლია (X კლ);
  • ანასტასია ბაკურია (VIII კლ );
  • დაჩი ქოიავა ( VIIIკლ ).