ამა წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,CULTURAL DIVERSITY”(Europen Union Programme Erasmus+)ის დაფინანსებულ პროექტში(ხელოვნების სხვადასხვა დარგში ).
მონაწილე ქვეყნები: საბერძნეთი, მალტა, საქართველო, იორდანია, სლოვაკეთი.
პირველი დღე: აქტივობები დაიგეგმა მონაწილეების გასაცნობად. ასეთი თამაშები დაეხმარა თითოეულს უკეთ გაეცნო მონაწილეები, მათი შეხედულებები, მიზნები და მისწრაფეფები.
მეორე დღე: ქვეყნის გაცნობა და ეროვნული გმირი. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მინი სპექტაკლის დადგმას. ჩვენი სკოლის მონაწილეებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი დავალებას, სცენაზე გავაცოცხლეთ იორდანიის ეროვნული გმირი.
მესამე დღე: სლოვაკეთის ნაციონალური საღამო. მონაწილეები გამოეწყვნენ მათ ნაციონალურ ტანისამოსში, დააგემოვნეს მათი კერძები. დასაჩუქრდნენ სუვენირებით. მოისმინეს ხალხური სიმღერები, იცეკვეს მათთან ერთად.
მეოთხე დღე: ქალაქ ბანსკა ბისტრიცას გაცნობა. აქტივობის მიზანი იყო,დაეთვალიერებინათ ქალაქის სხვადასხვა კულტურული ძეგლი და მოძიებული ინფორმაცია იმავე საღამოს გადაეტანათ რუკაზე. გუნდური მუშაობის უნარი დაეხმარა ჩვენს მოსწავლეებს სწრაფად და ხარისხიანად შეესრულებინათ დავალება.
მეხუთე დღე: საქართველოს ნაციონალური საღამო. განსაკუთრებული ინტერესით , აღფრთოვანებითა და სიყვარულით აღინიშნა ეს დღე. პრეზენტაციის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულითა და აწმყოთი დაინტერესებულმა მსმენელმა დეგეგმა ვიზიტი მზიან და სტუმართმოყვარე ქვეყანაში. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა მონაწილეებზე ქართულმა უგემრიელესმა ტრადიციულმა სუფრამ. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა დადგეს ქართული ცეკვა. ჩვენმა მოსწავლეებმა მათი სურვილიც გაითვალისწინეს და შეასწავლეს ქართული საბრძოლო ცეკვა ,,ხორუმი”. საღამო დაგვირგვინდა მრავალხმიანი ქართული სიმღერით. მასპინძლებს დაურიგეს სამახსოვრო საჩუქრები, ნახატები, რომლებიც ერთ-ერთმა მონაწილემ სპეციალურად მათთვის შექმნა.
მეექვსე დღე: ბერძნული ნაციონალური საღამო. მონაწილეებს დაახვედრეს ტრადიციული ბერძნული სუფრა. ყველა ააცეკვეს და მინი სპექტაკლით მოაწონეს თავი.
მეშვიდე დღე: მონაწილეები ესტუმრნენ ქალაქის მერიას, სადაც შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელთანაც ისაუბარეს ვიზიტის შესახებ, გადასცეს საჩუქრად ჩვენი მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი, რამაც დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, ხოლო თავის მხრივ ბატონმა მერმაც გადასცა სუვენირები და მოსწავლეები დააჯილდოვა სერტიფიკატებით.
მერვე დღე: დედაქალაქი, ბრატისლავა. ეს დღე მიეძღვნა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობათა გაცნობა-დათვალიერებას.
მეცხრე დღე: გამოსამშვიდობებელი საღამო.
მადლობას ვუხდით ასოციაცია ,,Georgian youth for Europe”, რომლის საშუალებითაც განხორციელდა ეს პროექტი.
პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლა,,აკადემოსის” პედაგოგი ხატია ბიბილური და სკოლის წარმომადგენელი გიგა ბენდიანიშვილი.
პროექტის მონაწილეები: ნიკოლოზ ნასყიდაშვილი,
გვანცა თულაშვილი, მარიამ ღლონტი.