საერთაშორისო პროექტი

სკოლა “აკადემოსს“ ურთიერთანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტებთან, სკოლებთან თუ სხვადასხვა სასწავლო ცენტრთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ამჯერად, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ( European Humanities University ლიტვა-ვილნიუსი), რომელიც გამოირჩევა საინტერესო შემოთავაზებებით, როგორც საბაკალავრო, ასევე სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამებით. (2020 წლის ივლისის თვეში იგეგმება ვილნიუსში ორკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება).