• მოსწავლეს ეძლევა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებაში (IX-X-XI -კლასელებისთვის სერტიფიკატში აღინიშნება 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსში“ შეიქმნება ,,მეწარმეთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდებიან როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, საკუთარი ხარჯით დააფინანსოს პროექტი: სწავლება უფასოა , სახელმძღვანელოები და საჭირო ნივთები მოსწავლეებს გადაეცემათ საჩუქრად.
Junior Achievement-ი აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს მეწარმეობას, დასაქმებისათვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით. ამჟამად Junior Achievement -ის მიერ შემუშავებული პროგრამები 123 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებით ისწავლება .
ბიზნესის უნარ- ჩვევების პროგრამების ქართული ვერსია მომზადდა ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს”-ს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს განათლების პროექტის (G-Pried) ფარგლებში, რომლის მიზანია კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
ბიზნესის უნარ- ჩვევების პროგრამის დახმარებით სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები შეძლებენ, გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია , ლიდერობა, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და ა.შ. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების შეთავაზებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან საშუალო განათლებისთვის და საბოლოოდ კი- სამუშაო გარემოსათვის, როდესაც ისინი საზოგადოებაში გავლენ ზრადასრულ ადამიანებად.
თითოეული მოსწავლე
• იძენს მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, სწავლის საჭიროების ხედვის ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში;
• ეძლევა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებაში;
• მონაცემები ინახება ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო”-ს ბაზაში და ორგანიზაციას ნებისმიერ დროს შეუძლია სერტიფიკატის დადასტურების გაცემა;
• ხდება Junior Achievement-ის საზოგადოების წევრი.
დაბოლოს, სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეთა ნაწილს, რომელიც თავს იწონებს საერთაშორისო სერტიფიკატებით, უერთდება თითოეული მოსწავლე მომავალი სასწავლო წლიდან!