საერთშორისო პროექტი USAID Junior Achievement 2018-2019

სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტში- Junior Achievement -USAID ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა“, რომელიც მოიცავს ასაკობრივი ჯგუფების ქვეპროგრამებს: ,,ჩვენი საზოგადოება“, ,,ჩვენი ქვეყანა“, ,,ფულზე მეტი“ . . . საშუალო საფეხურზე კი არჩევით საგანს – ,,მეწარმეობის საფუძვლებს“ ეს პროგრამები მოსწავლეებს უვითარებს ძირითად- ბიზნესის ადმინისტრირების- უნარ- ჩვევებს. სასწავლო წლის ბოლოს თითოეული კლასი განახორციელებს საკუთარ ბიზნეს გეგმას და მოეწყობა გამოფენა -გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი და ინვესტორი სკოლა ,,აკადემოსია“. გამოფენა -გაყიდვაზე იხილავთ ხელნაკეთ სამკაულს, ფერწერულ ნამუშევრებს, დააგემოვნებთ კულინარიის, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ წვენებს . . . მსგავსი პროექტი განხორციელდა რამდენიმე წლის წინ (ნახატებისა და ლიტერატურული ჟურნალის გამოფენა – გაყიდვა), შემოსული თანხის მიზნობრიობა დაადგენა თავად კლასმა და დამრიგებელმა შემეცნებით- გასართობი პროგრამებისთვის ( კინო, თეატრი, ექსკურსია, მუზეუმი . . . ), ასევე ამ პროექტშიც თავად ბავშვები განკარგავენ შემოსული თანხის მიზნობრიობას. მოსწავლეებს გადაეცათ Junior Achievement-ის საერთაშორისო სერტიფიკატები.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ნოზაძე