საგანგებო სიტუაციების პრაქტიკული სწავლება

სკოლა,,აკადემოსში” საგანგებო სიტუაციების პრაქტიკული სწავლება განხორციელდა , შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის ნათია თედიაშვილისა და დამრიგებლების მიერ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს.

სკოლა ,,აკადემოსი’’ უზრუნველყოფს მოსწავლეთა, პედაგოგთა თუ სხვა მომსახურე პერსონალის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნას.

საგანგებო სიტუაციის მართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ გვაქვს საფუძვლიანი ცოდნა და უკანასკნელზე დაფუძნებული ჩვევები.ეს ცოდნა ამარტივებს მოვლენათა ანალიზს, პროცესების პროგნოზსა და მათგან დამცავი სხვადასხვა სახის ღონისძიებების შერჩევას.ამ მიზნით სკოლაში გაიმართა ცოდნაზე ორიენტირებული პრაქტიკული სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებასთან დაკავშირებით. ევაკუირება მოხდა წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.