2025 წლის 5 დეკემბერს შპს „აკადემოსში“ საქართველოს 370 ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სკოლამ უზრუნველყო ხანძრის დროს პერსონალისა და მოსწავლეების მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.
მოსწავლეებსა და თანამშრომლებს განემარტათ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის დროს, როგორ დატოვონ შენობა, რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ და ზოგადად როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის დროს.



