საოცარი ისტორია გვინდა მოგიყვეთ საოცარ ქვეყანაზე, რომელიც ომის პირობებშიც კი ახერხებს დისტანციურად ჩაატაროს გაკვეთილები. უფრო დასაფასებელი ის ფაქტია, რომ ისინი თავიანთ მოსწავლეებს ამით მომავლის იმედს უნერგავენ. უკრაინელებმა თავისი სიმამაცით დაამტკიცეს ქვეყნის სიყვარული. ყოველი ახალი გაკვეთილიც ხომ გმირობის ტოლფასია. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა და ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილი სკოლა ,,აკადმოსის”პარტნიორ კიევის N 173-ე საჯარო სკოლასთან ( პლატფორმა “ზუმის” ფორმატში), სადაც სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებმა საკუთარი ქვეყნების თვალთახედვის ჭრილში წარმოადგინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები. დასასრულს ჩვენმა პატარა უკრაინელმა გერმან ბილინოჟკომ აკადემოსელებთან ერთად შეასრულა უკრაინული სიმღერა.слава україні героям слава.