ემისი არის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2012 წელს შეიქმნა. სისტების მისისაა საგანმანათლებლო სისტემის მოწინავე ტექნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფა, საუკეთესო განათლებისა და მართვისათვის.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე შეგიძლიათ ძალიან ბევრი სიახლისა და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის შესახებ შეიტყოთ მაგალითად, ზოგადი განათლების რეფორმა, სასკოლო წიგნები, მიმდინარე პროგრამები თუ ეროვნული სასწავლო გეგმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №89/ნ ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 14 სექტემბერს სსიპ -აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.
თუ ხართ დაინტერესებული პროფესიული განვითარებით და სხვადასხვა ტრენინგების გავლას აუცილებლად უნდა ესტუმროთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს.