სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!
„აკადემოსის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თამთა ჯიჯავაძის მიერ მოსწავლეებთან ერთად მომზადებული პროექტი ბავშვთა უფლებების შესახებ, შერჩეულია სასკოლო პროექტების საუკეთესო 5-ეულში ბათუმის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ორგანიზების პროცესში ჩართული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
გილოცავთ ამ წარმატებას