სკოლა “აკადემოსის” გასვლითი ღონისძიება კაჭრეთში

კახეთში შემოდგომა სხვა ფერია… განსაკუთრებით იგრძნობა ქართული სულისკვეთება,რასაც რთველი განაპირობებს.

რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ტრადიციაა, აკადემოსელებს კი ამ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ყურძნის კრეფა მოწნული კალათებით, საწნახელში დაწურვა, ღვინის ქვევრებში გადატანა, ჩურჩხელების ამოვლება – ეს ყველაფერი უბრალო სამუშაო აღარ არის ხოლმე და დღესასწაულად კვალიფიცირდება.

ძალიან მხიარული და შემეცნებითად დატვირთული ექსკურსია გამოგვივიდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები.
ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ქართული კულტურის მარგალიტებს – ღონისძიების მიზანიც ეს იყო .
სკოლა “აკადემოსი” მასპინძლობისთვის მადლობას უხდის, კაჭრეთში მდებარე პროფესიულ სასწავლებელს “აისი”.