სკოლა “აკადემოსის” საერთაშორისო თანამშრომლობა

სკოლა „აკადემოსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო თანამშრომლობით, რაც დიდი შრომისა და გამოცდილების დამსახურებაა. პედაგოგ-პროფესორები, რომლებსაც აკადემოსის სივრცეში შეხვდებით მაღალი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

სკოლა „აკადემოსის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით აკადემოსელებისთვის საზღვრები არ არსებობს, მათი პრივილეგიები უსაზღვროა. თუმცა დღემდე ამ პრივილეგიებით სარგებლობა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ, ახლაა კი აკადემოსი ყველა მსურველს სთავაზობს ინგლისურის საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკატო ტესტებისთვის მზადების კურსებს, რომლებიც არიან: KET, PET, FCE.

  • KET -ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი, რომელიც ზოგადი ინგლისურის ყველაზე დაბალ დონეს შეესაბამება და მიზანია აჩვენოს, რომ თქვენ ფლობთ ყოველდღიურად საჭირო ინგლისური ენის უნარ-ჩვევებს.
  • კემბრიჯის უნივერსიტეტს ასევე აქვს PET-ის წინამოსამზადებელი ტესტი ინგლისურ ენაში. ამ გამოცდის მიზანია აჩვენოს, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ სიტუაციაში.
  • FCE-ის არის ასევე კემბრიჯის უნივერისტეტის წინამოსამზადებელი ტესტი ინგლისურ ენაში, რომელიც საშუალოზე მაღალი დონის გამოცდად არის აღიარებული.

სკოლა „აკადემოსში“ არის IELTS da TOEFL ტესტირებებისთვის მოსამზადებელი კურსები. როგორც ვიცით არსებობს მრავალი საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირება, აქედან ყველაზე დიდი პოპულარობით კი IELTS da TOEFL სარგებლობს.

ამბობენ რომ IELTS უნდა ჩააბაროთ თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში აპირებთ სწავლის გაგძელებას და TOEFL თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში აპირებთ სწავლას, თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის ორივე მისაღებია.

  • IELTS-ის ტესტი შემუშავებულია ინგლისური ენის ფლობის დონის გასარკვევად, რათა მარტივად შესაძლებელი გახდეს საზღვარგარეთ (ინგლისურენოვან ქვეყნებში) სწავლისა და მუშაობის გაგძელება. IELTS- ის გამოცდას აქვს ორი ფორმატი: აკადემოიული მოდული IELTS Academic და ზოგადი მოდული IELTS General.
  • TOEFL ტესტის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ევროპის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს რამდენად კარგად ფლობთ ინგლისური ენის უნარ-ჩვევებს საუნივერსიტეტო დონეზე, რამდენა გეხერხებათ მოსმენა, წერა და საუბარი.

და ბოლოს ვისაუბროთ SAT-ის შესახებაც. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ სკოლა „აკადემოსი არის international college board-ის მიერ ავტორიზირებული ცენტრი, რაც იმას გულისხმოვს რომ SAT-ის გამოცდების ჩაბარება და ამისათვის მომზადება აკადემოსის სივრცეშია შესაძლებელი.

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის შეერთებილი შტატების უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც რომ ევროპის უნივერსიტეტების დიდი ნაწილი აღარ მოითხოვს SAT-ის გამოცდების ჩაბარებას, რადენიმე სასწავლების გამოკლებით.

SAT არსებობს ორი სახის: General SAT და Subject Test.

General SAT მოიცავს:

  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას 

SAT – Subject Tests

SAT -ის საგნობრივი გამოცდა ბარდება ორ შემთხვევაში:
1 – უნივერსიტეტის მოთხოვნით – თუ თქვენ გსურთ ჩაბარება ტექნიკურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტმა შესაძლოა მოგთხოვოთ საგნობრივი ტესტის ჩაბარება. რომელიც შეესაბამენა თქვენს მიერ არჩეულ პროგრამას.
2 – საკუთარი ინიციატივით – თუ თქვენ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს ფლობთ რომელიმე საგანში და გსურთ რომ ეს უნივერსიტეტს დაანახოთ, შეგიძლიათ ამ საგანში ჩააბაროთ SAT-ის საგნობრივი ტექსტი და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გაუგზავნოთ სასწავლებელს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.