სკოლა “აკადემოსის” საზაფხულო ღონისძიება

სკოლა ,,აკადემოსში” ა.წ. 7 ივნისს ჩატარდა დაწყებითი საფეხურის (I-II-III კლასის) მოსწავლეთა ღონისძიება .მათ წარმოადგინეს ინსცენირებები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. პედაგოგები: თამარ კულულაშვილი, ხატია ბიბილური, ნინო კვარაცხელია, ნატა ჩხაიძე (ვოკალის პედაგოგი).
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ჩანტლაძემ, წარმატებულ მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები, დიპლომები და სერტიფიკატები.
დასახელდნენ სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეები, დაწყებით საფეხურზე- დემეტრე ვარდიაშვილი, საბაზო საფეხურზე – მარიამ სუჯაშვილი, საშუალო საფეხურზე- ნინო გოგიბერიძე.
წლის საუკეთესო მოსწავლე გამოირჩევა არა მარტო მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ ოლიმპიადებზე, შიდასასკოლო და საერთაშორისო პროექტებში აქტიური და წარმატებული ასპარეზობით. ასეთი მოსწავლეები დიპლომებთან ერთად ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით..
გისურვებთ წარმატებებს!