სკოლა „აკადემოსში“ ლიტერატურული სალონის -„წიგნის კლუბის“ მუშაობა საინტერესო, აქტიური და ნაყოფიერი იყო. წლის განმავლობაში, ბავშვებმა წაიკითხეს და სიღრმისეულად დაამუშავეს ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. მონაწილეობა მიიღეს სულაკაურის გამომცემლობის მიერ ჩატარებულ ინტელქტუალურ თამაშში-„ყველაზე წიგნიერი“. წლის ბოლოს, წაკითხული წიგნების მიხედვით, ნახატები და პოსტერები შექმნეს.