სკოლა „აკადემოსი“ აგრძელებს საინტერესო კონკურსებში მონაწილეობას! ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ახალგაზრდა მკლევართა კლუბებისათვის გამოცხადებულ მნიშვნელოვან კონკურსში, რომლის მიზანი გახლდათ „STEM” დარგის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური, საინჟინრო თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებებით.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიყენეს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აპლიკაცია- „Tik Tok“-ი და შექმნეს საინტერესო ონლაინ „STEM” პოსტერი.
ჩვენმა მოსწავლეებმა ცნობილი „Tik Tok“-ერების გვარებისა და სახელების გამოყენებით შექმნეს „tik tok“-ის მომხმარებლები, რომლებიც tik tok-ზე წარმოადგენენ „STEM“-ში შემავალ დარგებს (science , technology , engineering , math). კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეიძინეს გრაფიკული დიზაინის შექმნასთან დაკავშირებული საინტერესო გამოცდილება და გვიჩვენეს, რომ მუდმივად მზად არიან მსგავსი გამოწვევებისათვის! პედაგოგი მთვარისა გულიაშვილი.