სტუმრად ხელოვნების სასახლეში

საგანმანათლებლო პროგრამა ,,საახალწლო ტრადიციები”
( I კლასი,პედაგოგები: თ.კულულაშვილი ლ.ნოზაძე).მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისში არსებული ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. ბავშვებმა დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის გამორჩეული ექსპონატები. ასევე მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში,რომლის მიზანია ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებზე და დაამზადეს ორიგინალური სათმაშოები.