თამარ ხუციშვილის ვიზიტი “აკადემოსში”

,,შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან” სწორედ ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აკადემოსში მოსწავლეთა პროფორიენტაციას ემსახურება და მათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობას აძლევს. 

პროექტის ფარგლებში “აკადემოსს” თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩვენი მშობელი, თამარ ხუციშვილი ეწვია. 

მან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მოზარდებში დაბალანსებული, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი. 

შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია-მათ საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

“აკადემოსი” მადლობას უხდის ქალბატონ თამარს მობრძანებისა და საინტერესო, ინფორმაციული შეხვედრისათვის.