ტრადიციად ქცეული ,,თათარაობა” და დადებითი ემოციების ზღვა სკოლა აკადემოსის ულამაზეს ეზოში.
დღეს ჩვენმა სკოლამ, პატარები შემოდგომის ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ერთხელ ამოგზაურა და შემოქმედებითად მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.
ჯერ იყო რთველი სკოლის ეზოში. შემდეგ მოწეული ყურძნის დაწურვა და აქტიური მზადება ტრადიციული თათარაობისთვის. ბოლო ეტაპი კი ჩურჩხელების ტკბილ ბადაგში ამოვლება და დაგემოვნება გახლდათ. მოსწავლეები თავად გახდნენ ამ ქართული ტრადიციის თანამონაწილენი. საინტერესო იყო სკოლის შენობაშივე მოწყობილი საგამოფენო სივრცე, სადაც მოსწავლეებმა ნამდვილად ნიჭის ზეიმი მოაწყეს. ნამუშევრებში იგრძნობოდა მათი დამოკიდებულება ხელოვნების ისეთი დარგებისადმი, როგორებიცაა ფერწერა, დიზაინი და არქიტექტურა. ძალიან საინტერესო და ორიგინალური გახლდათ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ, სპეციალურად პატარებისთვის, შემოდგომის თემატიკაზე მომზადებული საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-დაგემოვნება, რასაც ორგანიზატორთა განმარტებით არ ჰქონდა ერთჯერადი სახე. საბოლოო ჯამში, სკოლა აკადემოსში ტრადიციულმა თათარაობამ შესანიშნავად ჩაიარა.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თვითმართველობას პატარების გახარებისათვის. დასასრულს დიპლომები გადაეცათ მონაწილეებს საუკეთესო ნახატებისათვის.
- ალექსანდრა გელოვანს;
- ანი ჩხაიძეს;
- ანასტასია ფურცელაძეს;
- ელენე ნაცვლიშვილს;
- ანასტასია ნასყიდაშვილს;
- ნუცა გახოკიძეს;
- ნიკოლოზ მონსელიძეს.
თვითმრთველობის პრეზიდენტს ნინი ხავთასს, წევრებს ნანუკა ბაღდავაძეს, საბა და სანდრო გოგრიაშვილებს, თორნიკე ბედიას, დემეტრე ვარდიაშვილს.