„აკადემოსში“ თათარაობა 2025 აღინიშნა!
შემოდგომა საქართველოში ყველაზე უხვმოსავლიანი და მრავალფეროვნებით გამორჩეული სეზონია. „აკადემოსი“ ტრადიციულად სკოლის ეზოში მოწეული ყურძნით(ალადასტურით), ბროწეულით, კომშითა და ვაშლით უმასპინძლდება პატარებს.
მათ განსაკუთრებით ახარებთ ჩურჩხელების ამოვლებისა და თათარის დაგემოვნების პროცესი.
შემოდგომის კვირეულთან დაკავშირებით, გარდა თათარაობისა, ხელოვნებისა და ფერწერის პედაგოგებმა მოსწავლეების ფერწერული და აპლიკაციებით შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების, შემოქმედებითად მრავალფეროვანი გამოფენა მოაწყვეს.
სკოლის შენობაში მოეწყო შემოდგომის კუთხე, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნამუშევრები წარმოადგინეს.
მადლობა „აკადემოსის“ ყველა პედაგოგსა და თანამშრომელს გაწეული შრომისათვის!