თათარაობა 2026

თათარაობა 2026 აკადემოსში! 🍇

„აკადემოსი“ ტრადიციულად სკოლის ეზოში მოწეული ყურძნით(ალადასტურით), ბროწეულით, კომშითა და ვაშლით უმასპინძლდება პატარებს.

მათ განსაკუთრებით ახარებთ ჩურჩხელების ამოვლებისა და თათარის დაგემოვნების პროცესი. 🍇

მოსწავლეებმა, ასევე, შექმნეს საშემოდგომო ხელნაკეთი ნამუშევრები.

მადლობა „აკადემოსის“ ყველა პედაგოგსა და თანამშრომელს გაწეული შრომისათვის! 🥰