თეატრალური წრე

სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული თეატრალური წრე, რომელმაც არაერთი წარმატება მოიპოვა, საერთაშორისო მასშტაბით, სხვადასხვა ფესტივალებზე, ყოველ სასწავლო წელს უამრავ სიახლეს გვპირდება.

თეატრალური წრის მიზანია მოსწავლეებში მეტყველების განვითარება, სასცენო მანერების აღმოჩენა და შემოქნედებითი უნარების განვითარება.

სკოლა “აკადემოსის” თეატრალური წრის ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილია, რომელიც გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი.