IIU YOUTH VOICE


ევროპელი ახალგაზრდების ხედვა მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში. 21- ე საუკუნის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ევროპელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ობიექტივში. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას მდგარი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მისი მიზანია მოსწავლეებში პრობლემის იდენტიფიციფრების, კრიტიკული აზროვნებისა და ნაშრომის პრეზენტირების უნარების განვითარება. აღნიშნულ პროექტში სკოლა ,,აკადემოსი“ მიმდინარე სასავლოს წელს ჩაერთო. თემაზე ,,გენდერული თანასწორობა“ რომელიც მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს წარმოადგენს, საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს. მათ საკითხი საქართველოს მაგალითზე განიხილეს და საკმაოდ საინტერესო ნამუშევარიც გამოუვიდათ. ევროპელი მონაწილეების წინაშე კი მერვე კლასის მოსწავლე ანასტასია ბაკურია წარსდგა, რომელმაც თემა არაჩვეულებრივად წარადგინა და მისმა აქცენტმა განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები აღნიშნულ პროექტთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლის მიზანია მოსწავლეთა შესაძლებლობების რეალიზება არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო დონეზე.პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავა.