სკოლა ,,აკადემოსის” ულამაზესი ეზო დღეს ემოციებს ვერ იტევდა. კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი და მადლიერების გულთბილი გამოვლინება. მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება სიმბოლურად აღნიშნეს და სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას ტკბილეულით უმასპინძლეს. იყო გილწრფელი ემოციები. მადლიერების გამომხატველი სიტყვები და რა თქმა უნდა სევდა, რომელიც სკოლის დამთავრებას თან ახლავს ხოლმე. სკოლა ,,აკადემოსის” გუნდი თითოეულ მე-12 კლასელს ულოცავს სკოლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს როგორც პირად, ისე კარიერული წინსვლის საქმეში.