TOEFL-ის პროექტი Go English Project

TOEFL-ის პროექტი Go English Project.
დღეს სკოლა “აკადემოსის” რამდენიმე ჯგუფმა წარმოადგინა Go English-ის პროექტის პრეზენტაციები English Book Education-ის ოფისში.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ პროექტში მონაწილეობდნენ III-IV კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც ღირსეულად წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ინგლისურენოვანი პრეზენტაციით.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკისა იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკის მასშტაბით. Go English Project-ის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისათვის საჩუქრები და საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.