TOEFL -ის საერთაშორისო პროექტი

TOEFL -ის კიდევ ერთი საინტერესო საერთაშორისო პროექტი

ყველამ კარგად იცის TOEFL-ის საერთაშორისო პროგრამების შესახებ, ETS Toefl: Primary, Junior, ITP, Score Roaster.

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებს მე-3 კლასიდან შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ TOEFL-ის ინგლისური ენის კურსებს. სექტემბერში ჩატარდება ტესტირება, რომლის მიხედვითაც (ცოდნის დონე) გადანაწილდებიან მოსწავლეები შესაბამის ჯგუფებში. ერთი წლის განმავლობაში სკოლა უზრუნველყოფს სასწავლო მასალების მიწოდებას და მეცადინეობას, ხოლო სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ მოსწავლეებს შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა (დეკემბერი, ივნისი), დონის განსაზღვრა, საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება.

გამოცდისთვის მომზადება მთელი წლის გამავლობაში სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეთათვის არის უფასო.