USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა სკოლა “აკადემოსში”

სკოლა „აკადემოსი“ გახდა პირველი კერძო სკოლა საქართველოში, სადაც დაინერგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა.

USAID -ის მხარდაჭერით, მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის დანერგვა დაიწყო. სისტემა იყოფა სამ ძირითა შრედ.

პირველი შრე – ყველა მოსწავლეზე დაკვირვება, საჭიროებების დროული აღმოჩენა, მიზნობრივი მხარდაჭერა;
მეორე შრე – მიზნობრივი მხარდაჭერა მცირე ჯგუფებში;
მესამე შრე – მიზნობრივი ინდივიდუალური მხარდაჭერა.

მასწავლებლის მხრიდან ყველა მოსწავლეზე დაკვირვებას, წელიწადში სამჯერ, კითხვასა და მათემატიკაში დიაგნოსტირებას და მიღებული მონაცემების დამუშავებას. მონაცემების დამუშავების საფუძველზე, მასწავლებელი ადგენს, რომელ მოსწავლეს აქვს პრობლემა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში, რაც შესაძლებელს ხდის, მასწავლებელმა მოახდინოს დროული რეაგირება, განავითაროს მოსწავლის უნარები და განამტკიცოს ცოდნა. მასწავლებელი იყენებს სწავლის უნივერსალურ დიზაინს, დიფერენცირებულ სწავლებას, რემედიაციას, კლასის მართვის სტრატეგიებს და სხვა საჭირო მეთოდოლოგიას.
გამოვლენილ საჭიროებაზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება არსებული უნარის/უნარების განვითარებაში და ახალის ათვისებაში, ახალი მასალის ძველზე დაშენებაში, რაც მას, სასწავლო პროცესში, უფრო აქტიურს, მოტივირებულსა და თავდაჯერებულს ხდის.

მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემა იძლევა შესაძლებლობას, საკლასო გარემო იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. სკოლა „აკადემოსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ეფექტური სასწავლო გეგმით, რომელიც მუდამ განვითარებისკენ ისწრაფვის. მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემა კი კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, რომელსაც სკოლა „აკადემოსი“ 2023/2024 სასწავლო წლიდან შესთავაზებს მოსწავლეებს, სხვა მრავალ შესაძლებლობებთან ერთად.
პროგრამას უხელმძღვანელებს ქოუჩი, სკოლა „აკადემოსის“ პედაგოგი სალომე ჭიპაშვილი.