ვიქტორინა ისტორიასა და გეოგრაფიაში

სკოლა „აკადემოსში“ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი-ვიქტორინა ისტორიასა და გეოგრაფიაში.

მასში მონაწილეობას იღებდა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული 5 გუნდი: „შხარა“, „ლამარია“, „ციტადელი“, „კომუნა“, „საბას გუნდი“.

გაიმარჯვა გუნდმა „ციტადელმა”: ნია გადელია, ალექსანდრა გელოვანი, გეგა ხარებაშვილი, ლუკა ციცქიშვილი.

გარდა ამისა, ვიქტორინაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ჟიურიმ შეარჩია თითოეული გუნდის თითო აქტიური მონაწილე. სიგელებით დაჯილდოვდნენ: საბა ნაცვლიშვილი („საბას გუნდი“), ლიკა კვეკვესკირი („ლამარია“), დემე ვარდიაშვილი („შხარა“), ლუკა თულაშვილი („კომუნა“), და გეგა ხარებაშვილი (გამარჯვებული გუნდი “ციტადელი“).