“აკადემოსის” IX, X, XI კლასის მოსწავლეები , კამპანია – “წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია” ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ Georgian Water and Power-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში.
მოსწავლეები გაეცნენ ყველა იმ ეტაპს, რომელსაც გადის სასმელი წყალი ჩვენს ონკანებამდე.
აღსანიშნავია, რომ მათ მოსწავლეთა ტრანსპორტირება თავად უზრუნველყვეს.
მადლობა ჯივიპის საინტერესო, შემეცნებითი და ღირებული დღისათვის.