წარმატება საერთაშორისო საბავშვო თეატრალურ ფესტივალზე!

“აკადემოსის” კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო საბავშვო თეატრალურ ფესტივალზე “არტ-გაზაფხული-2024” !

წარმოდგენილი იყო მიუზიკლი “მერი პოპინსი” და სპექტაკლი “პეპი გრძელი წინდა”.

აკადემოსელებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს შორის.

ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი,

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ქუთაისის კულტურის განყოფილების უფროსი ელეონორა გოგოლაშვილი, კანადაში მოღვაწე რეჟისორი ზაზა ჩაჩხიანი, მისი მეუღლე ანა დადუნაშვილი. ასევე თურქეთის მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენელი.

განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა სკოლა აკადემოსის დირექტორ ქალბატონ თამარს, დამდგმელ რეჟისორ ბატონ ლაშა გოგნიაშვილს და მუსიკალურ ხელმძღვანელ ქალბატონ ნატა ჩხაიძეს.

პირველად სკოლის ისტორიაში, სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენი სკოლამდელი დაწესებულების 4 წლის აღსაზრდელი საბა ბენდიანიშვილი, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა .

გამორჩეული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს:

საბა ბენდიანიშვილი

მარიამ გრიგოლია

ნინი ხავთასი

თორნიკე ბედია

ანასტასია ტრაპაიძე

ლიკა კვეკვესკირი

ვახტანგ კვეკვესკირი

დიპლომები ასევე გადაეცათ მონაწილეებს:

სოფი ჯავახიშვილი,

მიხაილ ლოვცოვი,

თეკლა მეზვრიშვილი,

ანანო გობეჩია,

დემეტრე ვარდიაშვილი,

ნიკოლოზ წიკლაური,

ლუკა ციცქიშვილი,

ბარბარე ბარამაშვილი,

გიორგი გულბიანი.

მადლობას ვუხდით ფეტივალის ორგანიზატორ ქ-ნ მარინა მარჯანიშვილს და ყველა მონაწილე ბავშვს.