Author name: Mariam Bedianashvili

ვიზიტი Georgian Water and Power-ში

“აკადემოსის” IX, X, XI კლასის მოსწავლეები , კამპანია – “წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია” ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ Georgian Water and Power-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში. მოსწავლეები გაეცნენ ყველა იმ ეტაპს, რომელსაც გადის სასმელი წყალი ჩვენს ონკანებამდე. აღსანიშნავია, რომ მათ მოსწავლეთა ტრანსპორტირება თავად უზრუნველყვეს. მადლობა ჯივიპის საინტერესო, შემეცნებითი და ღირებული დღისათვის.

ვიზიტი Georgian Water and Power-ში Read More »

2024-2025 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულები

დღეს სკოლა “აკადემოსის” 2024-2025 სასწავლო წლის მე-12 კლასელების ბოლო ზარია! დღეს ის დღეა, რომელიც თითოეული ადამიანისა და, მათ შორის, ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში სიხარულისა და სევდის ცრემლებით არის აღსავსე, რომლებშიც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს, განვლილი 12 წლის მოგონებები ერწყმის სკოლა “აკადემოსი” გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ წინ კი “ის ოთხი წელიწადია…” ოქროს მედალოსანი: მარიამ

2024-2025 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულები Read More »

მაია დათუნაშვილის ვიზიტი “აკადემოსში”

პროექტის ,,შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან” ფარგლებში ,,აკადემოსს” კიდევ ერთი წარმატებული ადამიანი, მუსიკათმცოდნე, ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი მაია დათუნაშვილი ეწვია. შეხვედრა საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე – პედაგოგებისათვის. მადლობას ვუხდით ქალბატონ მაიას ვიზიტისა და სასიამოვნო გამოცდილებისათვის

მაია დათუნაშვილის ვიზიტი “აკადემოსში” Read More »

მათემატიკისა და ფიზიკის კონკურსი “HEXAGON”

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და ისტ-ის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში მათემატიკასა და ფიზიკაში “HEXAGON”. “აკადემოსის” გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა, დაიკავა მეორე ადგილი და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. I ადგილი: იტალიური სკოლა; II ადგილი: აკადემოსი; III ადგილი: ი. ვეკუას სახელობის სკოლა. გუნდის წევრები: ილია კაპანაძე, რომა გაბრავა, ნინი ხავთასი, სოფი ჯავახიშვილი, ლიკა კვეკვესკირი,

მათემატიკისა და ფიზიკის კონკურსი “HEXAGON” Read More »

კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა!

კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა! შეგახსენებთ, რომ სკოლა ,,აკადემოსი” ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორი სკოლაა და Advantage Program-ის ფარგლებში ჩვენი კანდიდატები წარმატებით დარეგისტრირდნენ შემდეგ გამოცდებზე: KET for Schools; PET for Schools, FCE for Schools. წარმატებები აკადემოსელებს საერთაშორისო ასპარეზზე!

კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა! Read More »