Author name: Mariam Bedianashvili

ოქროს მედლები აკადემოსელებისთვის

“აკადემოსის” კურსდამთავრებულებს, ანა ონიანსა და სოფო ინდაშვილს ოქროს მედლები და მედალოსანთა სერტიფიკატები გადაეცათ.

ოქროს მედლები აკადემოსელებისთვის Read More »

აკადემოსელების ვიზიტი კახეთში

ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში აკადემოსელები კოლეჯ “აისის” ეწვივნენ. დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დახუნძლული: პატარებმა ნახეს თონის პურის გამოცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესი, მასპინძლები კი ტრადიციული ქართული კერძებით დაგვხვდნენ. აკადემოსელებმა ძალიან ბევრი ითამაშეს, ირბინეს და მხიარულად გაატარეს ეს დღე. მადლობა სკოლის დირექციასა და კოლეჯის ადმინისტრაციას კიდევ ერთი დღის გალამაზებისათვის.

აკადემოსელების ვიზიტი კახეთში Read More »

“აკადემოსი” კემბრიჯის ავტორიზებული ცენტრია!

 ამაყად გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ოფიციალურად გახდა კემბრიჯის ავტორიზებული ცენტრი!  ეს სტატუსი ნიშნავს ხარისხის, სანდოობისა და საერთაშორისო სტანდარტების აღიარებას. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო განათლების საუკეთესო გარემოს შექმნა და ახლა უკვე ოფიციალურად ვხდებით იმ გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც მილიონობით მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას განვითარებისა და უკეთესი მომავლის შენებისთვის. მადლობა ჩვენს გუნდს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ გზაზე თანადგომისთვის!

“აკადემოსი” კემბრიჯის ავტორიზებული ცენტრია! Read More »

გილოცავთ სტუდენტობას!

გილოცავთ! <3 ჩვენი აბიტურიენტები ამერიკისა და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან! მათ შეძლეს, გაამართლეს ჩვენი იმედები და ჩაირიცხნენ დაფინანსებით შემდეგ უნივერსიტეტებში: ნიუ-იორკის Adelphi University;ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;თავისუფალი უნივერსიტეტი;ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;საქართველოს უნივერსიტეტი;საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ვულოცავთ მათ, კიდევ ერთხელ და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას! <3

გილოცავთ სტუდენტობას! Read More »

უმაღლესი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია! ჩვენმა აბიტურიენტებმა უმაღლესი შედეგები დააფიქსირეს, მათ შორის, ერთ-ერთმა მათგანმა, ნუცა გახოკიძემ ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღო! მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგებს მაია ცინცქალაძეს, თამარ ორმოცაძესა და ვაჟიკო ნაჭყებიას თავდაუზოგავი შრომისათვის!

უმაღლესი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე Read More »

კემბრიჯის გამოცდების შედეგები ცნობილია!

📌კემბრიჯის გამოცდების დაწყებითი და საბაზო საფეხურის შედეგები ცნობილია🎉 აკადემოსელებმა ბრწყინვალედ ჩააბარეს 🌟 KET (Key English Test) 🌟 PET (Preliminary English Test) და მოიპოვეს Cambridge Assessment English-ის მიერ აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატები, რომელიც წარმოადგენს ენობრივი კომპეტენციის ერთ-ერთ ყველაზე ვალიდურ საზომს. ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს და ვამაყობთ მათი შრომით და თავდადებით! განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პედაგოგებს სალომე ჭიპაშვილსა და ქეთი

კემბრიჯის გამოცდების შედეგები ცნობილია! Read More »