Author name: Mariam Bedianashvili

“მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”-შეხვედრა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტის “მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა მორიგი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე . კერძო სკოლა”აკადემოსის” მოსწავლებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის ლაბორატორია. პედაგოგი: თამარ რაზმაძე

“მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”-შეხვედრა Read More »

წარმატება რობოტიკის ოლიმპიადაზე

სკოლა “აკადემოსთან” არსებული რობოტიკის წრის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “ჰაკატონის” ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე. მეორე ტურში გადავიდნენ:ამირო ოზთურქ-ლომაშვილიდანიელ კბილაშვილილიზა სიდამონიძედანიელ კამლაძეგიორგი ბაბლიძეიოანე კუციანიკოლოზ ბაღდოშვილიგიორგი ნარჩემაშვილინიტა დახუნდარიძე

წარმატება რობოტიკის ოლიმპიადაზე Read More »

საჭადრაკო ტურნირი

საჭადრაკო კლუბმა „მერანმა“ უმასპინძლა დამწყებ მოჭადრაკეებს ტურნირით – „პირველი ნაბიჯები“ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა — ერეკლე გოცირიძემ, დანიელ კბილაშვილმა, საბა მამუჩიშვილმა, გიორგი ნარჩემაშვილმა, ზუკა კაკლიანმა, დაჩი ვარდიაშვილმა და ელენა მოცრაძემ — ღირსეულად იასპარეზეს და სულ ცოტა დააკლდათ მედლების მოპოვებამდე! მათ წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ სიგელები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირის წინა გამარჯვებული ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე — იოანე

საჭადრაკო ტურნირი Read More »

SAT გამოცდა აკადემოსში

დღეს ჩვენს საგამოცდო ცენტრში 2025-2026 აკადემიური წლის რიგით მეორე SAT გამოცდა ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ შემდეგი გამოცდა ტარდება 6 დეკემბერს და რეგისტრაცია უკვე დაწყებულია გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია აუცილებელია College Board-ის ოფიციალურ საიტზე – www.collegeboard.org და შემდეგ ირჩევთ სკოლა ,,აკადემოსს”. ცენტრის კოდი – 60921. წარმატებები ყველა აპლიკანტს

SAT გამოცდა აკადემოსში Read More »

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

სკოლა “აკადემოსის” ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, ჩატარდა სასკოლო პროექტი:ჩვენი წიგნი, ჩვენი ენა, ჩვენი დედა ქართული. განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები: კალიგრაფიის კონკურსი, კალიგრამების მასტერკლასი, პრეზენტაციები. გარდა ამისა, გოგებაშვილის მოთხრობები გააცოცხლეს ბავშვებმა .

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე Read More »

წარმატება ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე!

სასიხარულო ამბავი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიდან! Akademos TV-ის მიერ გადაღებულმა ფილმმა “ემიგრანტი დედა” მიიღო საუკეთესო დებიუტის ჯილდო! გილოცავთ! ხელმძღვანელი: ბიჭიკო ოჩიგავა  მადლობა ბიჭიკოს და ლევან ლეჟავას. ავტორი – აკადემოსელი ნინი ხავთასი

წარმატება ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე! Read More »

თათარაობა 2025

„აკადემოსში“ თათარაობა 2025 აღინიშნა! შემოდგომა საქართველოში ყველაზე უხვმოსავლიანი და მრავალფეროვნებით გამორჩეული სეზონია. „აკადემოსი“ ტრადიციულად სკოლის ეზოში მოწეული ყურძნით(ალადასტურით), ბროწეულით, კომშითა და ვაშლით უმასპინძლდება პატარებს. მათ განსაკუთრებით ახარებთ ჩურჩხელების ამოვლებისა და თათარის დაგემოვნების პროცესი. შემოდგომის კვირეულთან დაკავშირებით, გარდა თათარაობისა, ხელოვნებისა და ფერწერის პედაგოგებმა მოსწავლეების ფერწერული და აპლიკაციებით შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების, შემოქმედებითად მრავალფეროვანი გამოფენა მოაწყვეს. სკოლის შენობაში

თათარაობა 2025 Read More »

“მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით”-შეხვედრა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით” განხორციელდა პირველი ეტაპი. 1.პროექტში მონაწილე სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნეს პროექტის ხელმძღვანელი -ბიოქიმიის დოქტორი , თამრიკო ხობელია. მან და ქიმიის მასწავლებელმა (პროექტის თანახელმძღვანელი), ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატმა – თამარ რაზმაძემ მოსწავლეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა, ხანგრძლივობა, განსახორციელებელი ეტაპები და

“მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით”-შეხვედრა Read More »