Author name: Salome Gordulava

სასწავლო კურსი ლონდონის ELS-ის სასწავლებელში

სკოლა „აკადემოსის“ დირექციამ 2014 წლის იანვარში, ლონდონის ELS-ის სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2014  წლის 11 იანვრიდან 2014 წლის 26 იანვრის ჩათვლით სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა  იმოგზაურეს დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის  ინტენსიური  კურსის გასავლელად.  გარდა ჩატარებული გაკვეთილებისა ELS-ის სასწავლებელმა შემოგვთავაზა საინტერესო ექსკურსიები:

AIESEC-ის პროექტი

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეთა ორი ჯგუფი (საბაზო და საშუალო) მონაწილეობას ღებულობს AIESEC-ის მიერ შემოთავაზებულ პროექტში. ამ პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი პირადი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. თანამედროვე საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება, ინგლისური ენის ამაღლება, საზოგადოებაში ახალი ლიდერების აღზრდის ხელშეწყობა. ჩატარდება სემინარები ინგლისურ ენაზე ისეთ თემებზე, როგორიცაა: Culture, Traditions, Lifestyle, Success tips, Social media & Network, Global stereotypes, Relationships, Teenagers, Music & Movies

ჩვენ გვინდა მეგობრობა

სკოლა “აკადემოსის” დირექციამ გააფორმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდული კიევის 173 გაძლიერებულ ინგლისურენოვან საჯარო სკოლასთან და დაიწყო მოკვლევა იმ ქართველი გმირების შესახებ ,რომლებმაც თავი შესწირეს სამამულო ომში კიევის განთავისუფლებისას .ამ პროქტზე მუშაობს როგორც ”აკადემოსის” მოსწავლეთა ჯგუფი ასევე კიევის 173 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

გაცვლითი პროგრამა იანვრის არდადეგებზე ლონდონში

სკოლა “აკადემოსი” თავის მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს 2 კვირიან გაცვლით პროგრამას ლონდონში
(კვირაში 20 საათი ინტენსიური ინგლისურის შემსწავლელი კურსი).
თანხაში შედის ავიაბილეთები, დახვედრა-გაცილება, ცხოვრება, 3ჯერადი კვება, ექსკურსიები. კურსების გავლის შედეგად გადმოგეცემათ სერთიფიკატი.

ბოლო ზარი 2012-2013 წელი

2012-2013 წლის ბოლო ზარი თეატრში ათონელზე 17 მაისს თეატრი ათონელზე წარმოდგენილი იყო XII კლასის თეატრალური სანახაობა, რონლის ავტორებიც და მონაწილეებიც იყვნენ თავად სკოლა „კაი ყმის“ (ახლანდელ “აკადემოსელის”)XII კლასის მოსწავლეები. სპექტაკლის ბოლოს სკოლის დირექტორმა ქ-მა თამარ ჩანტლაძემ მოსწავლეებს დაულოცა გზა და წარჩინებულებს გადასცა ვერცხლის სამახსოვრო მედალიონებიწარწერით „კაი ყმა“. ასევე მოუმზადა სიურპრიზი ვიდეო მასალის სახით, სადაც ასახულია მათი პირველი ნაბიჯები სკოლაში.

სკოლადამთავრებულები 2009წელი

სკოლა “კაი ყმის” (დღევანდელი აკადემოსის) კურს დამთავრებულები. გადადით ბმულზე და იხილეთ ჩვენი მოსწავლეების არაჩვეული ფოტო-ვიდეო კოლაჟი