24 წლიანი გამოცდილება
საზღვრებს მიღმა შესაძლებლობები
დაგვიკავშირდით:
551 04 11 77
551 10 99 44
რატომ უნდა ავირჩიო აკადემოსი?
ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო/შემოქმედებითი შესაძლებლობები.
სკოლა „აკადემოსის“ უპირატესობა გამოცდილებაა, რომელიც უკვე 24 წელს ითვლის და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელთა დაუზარელი შრომის შედეგი აკადემოსელების წარმატებაა.
რატომ უნდა ავირჩიო აკადემოსი?
ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო/შემოქმედებითი შესაძლებლობები.
სკოლა „აკადემოსის“ უპირატესობა გამოცდილებაა, რომელიც უკვე 24 წელს ითვლის და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელთა დაუზარელი შრომის შედეგი აკადემოსელების წარმატებაა.
გაიგე მეტი სკოლაზე
მოგზაურობები
აკადემოსის მოსწავლეები ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ექსკურსიები
სკოლა „აკადემოსის“ მიერ მოწყობილი ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
სერტიფიკატი
სკოლა „აკადემოსი“ დაჯილდოვებულია არაერთი სერტიფიკატით, დიპლომითა თუ მადლობის სიგელით.
სკოლადამთავრებულები
ჩვენი სკოლადამთავრებული აკადემოსელები და მათი მიღწევები.
გალერია
ფოტო და ვიდეო გალერია, რომელიც ასახავს იმ ბედნიერებასა და ცოდნას, რასაც ჩვენი მოსწავლეები, აკადემოსში იღებენ.
წრეები
კლასგარეშე, არაფორმალური სწავლების წრეები, რომლებიც აკადემოსში თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს.
შეფასებები
ძალიან დიდი მადლობა სკოლა "აკადემოსს" და მის არაჩვეულებრივ, ენერგიულ, ყველაზე ყურადღებიან დირექტორს ქალბატონ თამარს ოჯახური, უსაფრთხო და საუკეთესო გარემოს შექმნისთვის.
ქეთი გოგავა
მოსწავლის მშობელი
სკოლა "აკადემოსთან" მაკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობა. აღფრთოვანებული ვარ სკოლის კოლექტივის თითოეული წევრის ენთუზიაზმით, მუდმივი პროფესიული ზრდის წყურვილით, თანამშრომლობის უნარით, მოსწავლეებთან და მშობლებთან დამოკიდებულებით.
სოფო ლობჟანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მრჩეველი განათლების ხარისხის საკითხებში
ძალიან მიხარია, რომ არჩევანი შევაჩერე სკოლა "აკადემოსზე". მადლობა ამ სკოლის ყველა მასწავლებელს, ყველა ბავშვს, დირექტორს ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ყველა ბავშვი იმხელა სიამოვნებას იღებს აქ სწავლით, რომ სახლში წასვლა არავის არ უნდა.
ლალი ობოლაშვილი
მოსწავლის მშობელი
უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარს და ყველა პედაგოგს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და თანადგომისთვის, ჩემი სამივე შვილის მიმართ. განსაკუთრებით რთულ პერიოდში გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. გაემართლებინოთ ჩვენი და თქვენი იმედები. სკოლას ვუსურვებ წინსვლას და ულევ წარმატებას! მადლობა ყველაფრისთვის! მიყვარხართ!
მოსწავლის მშობელი
მოსწავლის მშობელი
თამრიკო მასწ! არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გადმოგცეთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება... მადლობა, მართლაც ბევრზე ბევრი მაქვს სათქმელი. მე და ჩემმა სკოლა "კაი ყმამ" (მაშინ ასე ერქვა), თითქმის, ერთად დავიწყეთ ამ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. სამი, თუ ოთხი წლისა ვიქნებოდი, საბავშვო ბაღში "საპატიო" აღსაზრდელი რომ გავხდი. თავს მევლებოდნენ აღმზრდელები, ძიძები, მგონი, იმაზე მეტადაც, ვიდრე ვიმსახურებდი. ფერებით და თამაშით გამათამამეთ. თავს ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. გავიდა წლები. ბაღს მოჰყვა სკოლა და დაიწყო ჩემი ჯანჯღარი (თქვენს მიერ): -ისწავლე, ანდრია!.. ისწავლე, ანდრია!.. თავი გაანძრიე ჭანკვეტაძე!.. აბა თეატრალური ნიჭის ძიება! აბა, ცეკვა! აბა, ლიტერატურის კითხვა! აბა, უცხო ენა!.. აბა, აბა.. და მთელი 12 წელი "მაჯანჯღარეთ". ბევრი "ჯანჯღარით" მაწვნისგან კარაქი იდღვიბება და მგონი, თქვენც ჩემგან რაღაც "ღირებული" გამოადნეთ. მადლობა ამ დაუღალავი და შეურიგებელი 12 წლიანი "ეპოპეისთვის". ჰორიზონტს მიღმა რომ ვიყურები, ვფიქრობ: -ვაი, რაღა მეშველება, მაჟანჟღარებელი თამრიკო აღარ მეყოლება. მისი ქოთქოთის გარეშე შევძლებ "ქარის წისქვილებთან" ბრძოლას?.. თამრიკო დირექტორო, ცხოვრებაში რასაც მივაღწევ ყველაფერი თქვენი "ბრალი" იქნება.. მყვარებიხართ!.. მადლობა!.. თქვენს ღვაწლს რა გადაიხდის, მაგრამ, ეს პატარა "საჩუქარი" (გასახსენებლად) ანდრია ჭანკვეტაძისგან
ანდრია ჭანკვეტაძე
მოსწავლე
სულითა და გულით გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას
კახა ცაბაძე
კომპოზიტორი
A very cosy, worm, friendly school. The students impressed as with their English as well, as how buiendly and supportive they were towards each other. All in all a very pleasant and positive experience.
Saudia Vosaste
Junior Achievement Estonia
Уважаемая Тамрико, весь педагогический и ученический коллектив школы, мы безгранично благодарны вам за темный прием щедрость, внимание и заботу, оказанные нам во время нашего пребывания в Грузии! Украина- Грузия - два сердца и одна душа! Давайте делать этот мир лучше в месте! Процветания вам, мира и добра. с ув. Людмила Витковская и все все все . г. Киев сш 173 31.10.13
г. Киев сш 173
Дорогие друзья! От всей души благодарным за незабываемые яркие впечатление от встреча, за неискренний, радушный, щедрый прием! Вы талантливый, красивый, великолепный! Мира вам , дружбы, здоровья, любви. Любим вас! ждём в Киеве! Ласково просимо !!! Учителя, ученики и родители специализированной школыN 173 г. Киева
школыN 173 г. Киева
ბედნიერება მაქვს 2015 წლის 17 დეკემბერს ვსტუმრობდი კერძო სკოლა "აკადემოსს"! მიწვეული ვიყავი ამ სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის გამგის, ქალბატონი თამარის მიერ, რომელმაც სტუმრობის დღეს ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო შემოქმედებითი პროგრამა შემოგვთავაზა, რომელშიც უამრავი მოსწავლე მონაწილეობდა. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სკოლის დამაარსებელმა და დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ჩანტლაძემ. საქვეყნოთ ცნობილი ჩანტლაძეების ოჯახის წევრი, "პედაგოგი ღვთის წყალობით", უდიდესი ერუდიციის მქონე და დიდი სითბოს "მფრქვეველი". ვშორდებოდი "აკადემოსელებს" ისევ დაბრუნების სურვილით! ბედნიერია ამ თბილ ბუდეში გამოზრდილი "მართვები"!
მარატ ციცქიშვილი
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და პროფესორი
My goednoss what can I say? I have never felt so welcome as, I have at this wonderful school in Georgia. This school is a credit to this beautful country and I only hope that I can be as welcoming. Kind and helpful to you, as you have been to me. Now I must say goodbye, but it is not really goodbye _ it is 'l will you again'! Thank you, thank you, thank you!
Alex
English teacher from London
"HWPL Peace Education" It was really great pleasure to see studenth. students are way light and happy we also had happiness. wont to keep the until we come agan Love you all and meet again.
"HWPL Peace Education"
I enjoyed very much visiting your lovely school and meeting your talanted and charming students well dane! 28.05.2021
რან გიორი
Ambassador of Israel
I have enjoyed my visit school. I have been very impressed both by the level of the teaching i have seen and the ability of your students. I have every confidence that you will continue in your ambitions to give the students the best education possible. Thank you for all your hospitality, it was very much appreciated.
Nick Goode
regional magager central europe macmillan education
„კარგ ყმად ვინა ვთქვათ, ვაჟებო?“ „კაი ყმა“ ამ სკოლას აკვანში დაერქვა და მაშინ მხოლოდ სახელის შემრქმევმა (ნათლიამ) თუ იცოდა, როგორი ყმა დადგებოდა ფეხის ადგმის შემდეგ, სიყმაწვილეში, სიჭაბუკეში... მაგრამ, რომ იტყვიან, კოჭებში ეტყობოდაო, რომ ამირანის ნაბიჯებით ივლიდა და სხვა რომ წელიწადში იზრდებოდა, ის იმდენს კვირისა და თვის განმავლობაში იმატებდა. და, აი, უკვე იმკის სკოლა იმ სამკალს, რაც დათესეს მისმა დამფუძნებლებმა - ქალბატონმა თამარმა და მისმა სახელოვანმა დედამ - ქალბატონმა იზამ, და რაც იღვაწა სიყვარულით შეკრულმა პედკოლექტივმა. დღეს „აკადემოსი“ ღირსებით იცავს ქართულ ნიჭს, ქართულ ენას, ქართულ კულტურას... უვლის ეროვნულ ფასეულობებს, აღვივებს შემოქმედებით ცეცხლს და გააქვთ ფართო ასპარეზზე.. აი, ვინ უნდა ვთქვათ „კარგ ყმად“! კვლავაც გამარჯვებით!..
ავთანდილ არაბული
აკადემიკოსი
აკადემოსი თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის გამორჩეული კერაა. ის ადრეული ასაკიდან (საბავშვო ბაღი, სკოლა) სთავაზობს მსურველებს კონცეპტუალურად ერთიან მიდგომას ბავშვის გრძნობით-ემოციური, ინტელექტუალური და ეთიკურ-ესთეტიკური განვითარებისთვის, სააზროვნო და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ამ მრავალსაფეხურიან სასწავლო გარემოს კრავს, აერთიანებს, სახალისოს და მიმზიდველს ხდის მთვარი საგანმანათლებლო პრინციპი: სწავლა კეთებით, სწავლა აღმოჩენით, სწავლა გაზიარებით.
ნინო დობორჯგინიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლინგვისტიკის დოქტორი, სრული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სკოლა აკადემოსთან როგორც მოსწავლეების სამეცნიერო-პოპულარულ პროექტებში ჩართვის, ისე მასწავლებელთა ტრენინგებისა და საგანმანათლებლო სემინარების ორგანიზების მიმართულებით. ამასთანავე, აკადემოსი არის ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტებისთვის მათი პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბების, სასკოლო გარემოში დახელოვნების ადგილი. ურთიერთთანამშრომლობის ასეთი კულტურა სკოლა აკადემოსს აქცევს საინტერესო, სასიამოვნო და მუდმივად განახლებად სივრცედ; იგი მოსწავლეებს სთავაზობს, ერთი მხრივ, ტრადიციულ, სამეცნიერო თაობებს შორის უწყვეტი კავშირით დაგროვილ ცოდნას და, მეორე მხრივ, ინოვაციურ, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
ნინო დობორჯგინიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლინგვისტიკის დოქტორი, სრული პროფესორი
მივცემ თავს უფლებას და მთელი კლასის(12) სახელით უღრმეს მადლობას გადაგავუხდი სკოლა აკადემოსს იმ პროფესიონალიზმის,დაუღალავი შრომის და სიყვარულისთვის, რაც ამ თორმეტი წლის მანძილზე უზღვავად და უანგაროდ გასცა ჩვენი შვილების მისამართით. თავის მხრივ თქვენი მოსწავლეები ყველანაირად ეცადნენ თავიანთი შედეგებით გაემართლებინათ თქვენი იმედები და დღეს ყველა მათგანი სტუდენტია (100%-იანი შედეგი)ქვეყნის საუკეთესო და პრესტიჟული უნივერსიტეტებისა. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საგანმანათლებლო საქმიანიბაში !!! სიყვარულით და პატივისცემით 2022-2023
ნია ფანჩულიძის მშობელი
სიტყვები არ მყოფნის რა ვთქვა და რით დავიწყო, მადლობა სკოლა "აკადემოსს" ჩემი შვილის აღზრდისთვის და წარმატებისთვის. თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, თითოეული პედაგოგს დაწყებითი საფეხურიდან დღემდე. თქვენი დამსახურებით დადო ეს შედეგი ლუკამ, მას არ უვლია რეპეტიტორთან. ეს თქვენი უდიდესი სიყვარულია, თითოეული მოსწავლის მიმართ მადლობა, თქვენ რომ ასე .. საკუთარი შვილებივით გიყვართ ჩვენი შვილები, მადლობა ყველას. მადლობა ქ.თამარს ჩვენს შვილებს, რომ საკუთარივით ზრდის, მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მიყვარხართ და მეიმედებით ბოდიშით ემოციებისთვის, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.