Author name: Mariam Bedianashvili

საგანმანათლებლო კონფერენცია

AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, განვლილი აკადემიური წლის შეჯამება და ახალი წლის გამოწვევები – ეს გახლდათ წლევანდელი ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენციის მთავარი თემები, რომელიც English Book Education-ის ორგანიზებით Hilton Garden Inn-ში გაიმართა და სადაც მიწვეულები იყვნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები.

საგანმანათლებლო კონფერენცია Read More »

ვიქტორინა ისტორიასა და გეოგრაფიაში

სკოლა „აკადემოსში“ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი-ვიქტორინა ისტორიასა და გეოგრაფიაში. მასში მონაწილეობას იღებდა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული 5 გუნდი: „შხარა“, „ლამარია“, „ციტადელი“, „კომუნა“, „საბას გუნდი“. გაიმარჯვა გუნდმა „ციტადელმა”: ნია გადელია, ალექსანდრა გელოვანი, გეგა ხარებაშვილი, ლუკა ციცქიშვილი. გარდა ამისა, ვიქტორინაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ჟიურიმ შეარჩია თითოეული გუნდის თითო აქტიური მონაწილე. სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ვიქტორინა ისტორიასა და გეოგრაფიაში Read More »

კიდევ ერთი აკადემოსელი აშშ-ს უნივერსიტეტებში!

ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ნებიერიძე ამერიკის შეერთებული შტატების La Salle University, Temple University და Thomas Jefferson University-მა მიიღო დაფინანსებით! ვულოცავთ ალექსანდრეს და ვუსურვებთ დიდ წარმატებას! აკადემოსი გაძლევთ შესაძლებლობას SAT და IELTS პროგრამის საშუალებით გააგრძელოთ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ სასურველ უნივერსიტეტში სასურველი მიმართულებით!

კიდევ ერთი აკადემოსელი აშშ-ს უნივერსიტეტებში! Read More »

თეატრალური სტუდიის წარმატება ფესტივალზე

სკოლა ,,აკადემოსის” თეატრალური სტუდიის წარმატება ფესტივალზე სტუდიამ მიიღო დიპლომი ნომინაციაში “საუკეთესო სცენოგრაფია”. დიპლომები გადაეცათ სპექტაკლის რეჟისორ ლევან ლეჟავას, მუსიკალურ ხელმძღვანელ ნატა ჩხაიძეს, დირექტორ თამარ ჩანტლაძეს. სპექტაკლის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომით. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში დიპლომი გადაეცათ: საუკეთესო დუეტი: თათა მაჭარაშვილი, თეკლა მეზვრიშვილი მაყურებლის რჩეული: ვახტანგ კვეკვესკირი (როლი- ჯინი) მოძრაობაში გადმოცემული სათქმელი: კესარია ხუციშვილი (როლი- აბუ)

თეატრალური სტუდიის წარმატება ფესტივალზე Read More »

უმაღლესი შედეგები IELTS-ის გამოცდაზე!

British Council-ის IELTS-ის გამოცდაზე, სკოლა “აკადემოსის” მოსწავლე მარიამ კუციამ უმაღლესი 8, ხოლო სკოლასთან არსებული IELTS-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლე ელენე ძებნიაურმა 7.5 ქულა აიღო ორივე ქულა ინგლისური ენის C1 დონის დამადასტურებელია. ეს ქულები მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ, მათთვის სასურველ ევროპულ სასწავლებლებში, დაფინანსებით.

უმაღლესი შედეგები IELTS-ის გამოცდაზე! Read More »

მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა ჩართულობით: მორიგი შეხვედრა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნირო ფონდის გამარჯვებული პროექტის – ”მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა ჩართულობით ”ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მოსწავლეებმა: განსაზღვრეს სხვადასხვა პროდუქტის pH; ბიოლოგიური ხსნარებიდან გამოყვეს, დალექეს ცილა ცენტრიფუგას საშუალებით; აღმოაჩინეს ბრედფორდის მეთოდით ცილის არსებობა ბიოლოგიურ სითხეებში; გაზომეს გლუკოზის კონცენტრაცია სპექტროფოტომეტრის საშუალებით; თეორიული მიდგომები დააკავშირეს ყოფით ცხოვრებასთან, იმსჯელეს პროდუქტების შედგენილობის მნიშვნელობასა და

მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა ჩართულობით: მორიგი შეხვედრა Read More »