
სკოლა “აკადემოსის” გასვლითი ღონისძიება კაჭრეთში
კახეთში შემოდგომა სხვა ფერია… განსაკუთრებით იგრძნობა ქართული სულისკვეთება,რასაც რთველი განაპირობებს.
რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ტრადიციაა, აკადემოსელებს კი ამ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ყურძნის კრეფა მოწნული კალათებით, საწნახელში დაწურვა, ღვინის ქვევრებში გადატანა, ჩურჩხელების ამოვლება – ეს ყველაფერი უბრალო სამუშაო აღარ არის ხოლმე და დღესასწაულად კვალიფიცირდება.








