სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები წიგნის კითხვის შესახებ
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეზე
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეზე
სპექტაკლი “პიტერ პენი” _ მონაწილეობდნენ, სკოლა აკადემოსის თეატრალური სტუდიის ბავშვები.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს საინტერესო სანახაობისთვის.
რეჟისორი ლევან ლეჟავა და ლაშა გოგნიაშვილი.
წინასაახალწლო ქველმოქმედება და უფროსი თაობისადმი გამოვლენილი მზრუნველობის მაგალითი სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეების მხრიდან.
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი კონკურენტუნარიანობით.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების პროცენტული მაჩვენებლები კლასების მიხედვით:
აკადემოსელების ვიზიტი ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში.
საგანმანათლებლო პროექტი ,,ზღაპარში გაცოცხლებილი ბალეტი”
AKADEMOS TV-ის ახალი სიუჟეტი სკოლა “აკადემოსის” შესახებ
“ტელეჟურნალისტიკის სახელოსნო” სწორედ ასე ეწოდება ახალ წამოწყებას, რომელიც ტელეჟურნალისტიკის შემოქმედებითად მრავალფეროვან სამყაროში გამოგზაურებთ.
სამუშაო შეხვედრებს ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სკოლის ტელევიზიის ბაზაზე საინტერესო გადაცემებზე იმუშავებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემები წარიმართება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
სკოლა “აკადემოსის” მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ Webster university-ის კონკურსში „Media Investigation”.
რადგან მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და მისი ნეგატიური გავლენა საზოგადოებაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კონკურსის მიზანიც, სწორედ ამ კონკრეტული მიმართლებით, მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
დაწყებითი და უფროსი კლასელების კომპლექსური დავალებები ისტორიასა( ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანების ყორღანული სამარხები) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
თიხით და სხვადასხვა მასალით შექმნილი უნიკალური ნამუშევრები.
მსგავსი სახის აქტივობები აკადემოსში ხშირად ხორციელდება, რადგან ახალი ინფორმაციის გადამუშავებასა და შემეცნებას, თემის ვიზუალიზაცია არაჩვეულებრივად უწყობს ხელს. (პედაგოგები მაია ცინცქალაძე, ლიკა ჯანგებაშვილი)
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ, ეროვნული სასახლის მედიათეკის შემოთავაზებულ ნახატების კონკურსში, რომელიც იმართება ქართული საბავშვო წიგნის დღის აღსანიშნავად – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს – 27 ოქტომბერს.
მიღებული კონკურსის მასალები გამოქვეყნდება დღეს, 23 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
კონკურსში გამარჯვებული 3 ნამუშევარი გამოვლინდება 27 ოქტომბერს Facebook მოწონებების (Like) საშუალებით.
აკადემოსელების მორიგი წარმატება ქინგსის ოლიმპიადაზე
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ტრადიციულად რამდენიმე საგანში იღებდნენ მონაწილეობას