პროექტები

მეწარმეთა კლუბი

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსში“ შეიქმნა ,,მეწარმეთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, დააფინანსოს პროექტი: სწავლება უფასოა , სახელმძღვანელოები და საჭირო ნივთები მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად.

ვრცლად

17 მაისს სკოლა ,,აკადემოსში” ჩატარდა AIESEC -ისა და გაეროს ახალგაზრდა ლიდერთა ხელმძღვანელობით ,,მსოფლიოს ყველაზე დიდი გაკვეთილი”

პროექტის მიზანია მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემების და მიზნების შესახებ, ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში ერთდროულად ტარდება გაკვეთილი მდგრადი განვთარების მიზნების შესახებ.

ვრცლად

პროექტი “ყველაზე წიგნიერი”

ვულოცავთ VI-VIII კლასის მოსწავლეებს: მარიამ სუჯაშვილს, ლუკა მუკბანიანს, ნია ფანჩულიძეს, მარიამ გრიგოლიასა და ბარბარე მუკბანიანს პროექტ “ყველაზე წიგნიერის” პირველ ტურში წარმატებულ ასპარეზობას და მეორე ტურში გადასვლას საუკეთესო შედეგებით! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წიგნიერი მოსწავლეებით.

ვრცლად

საერთაშორისო პროექტი სლოვაკეთში

ამა წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,CULTURAL DIVERSITY”(Europen Union Programme Erasmus+)ის დაფინანსებულ პროექტში(ხელოვნების სხვადასხვა დარგში ).
მონაწილე ქვეყნები: საბერძნეთი, მალტა, საქართველო, იორდანია, სლოვაკეთი.

ვრცლად

სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეებს ვულოცავთ ინტელექტუალურ თამაშში “ყველაზე წიგნიერის” მეორე ტურში გადასვლას

სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეებს ვულოცავთ ინტელექტუალურ თამაშში “ყველაზე წიგნიერის” მეორე ტურში გადასვლას:
მეა ამირიძე,
ლუკა მუკბანიანი,
ნია ფანჩულიძე,
ნიკოლოზ რუხაძე,
მარიამ კორახაშვილი.

ვრცლად

სკოლა „აკადემოსში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში განხორციელდა გარე დაკვირვება.

მასწავლებელთა სახლიდან სკოლას ეწვია განათლების ექსპერტი, რომელიც აფასებდა ჩვენი პედაგოგის მუშაობის მეთოდოლოგიას გაკვეთილზე. მივესალმებით და მოხარული ვართ, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებს აქვთ კარიერული წინსვლის სურვილი – წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. საუკეთესო მასწავლებელი ხომ მოსწავლეთა დონის ამაღლების საწინდარია.

ვრცლად