Author name: Mariam Bedianashvili

ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი

სპორტული აქტივობების კვირეული- ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის. ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა მეგობრობამ.

ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი Read More »

ფეხბურთის ტურნირი

სპორტული აქტივობების კვირეული-ფეხბურთის შეჯიბრი III, IV, V, VI კლასის მოსწავლეებს შორის. გამარჯვებულ IV და VI კლასის გუნდებს სერტიფიკატები და კუთვნილი თასი გადაეცათ.

ფეხბურთის ტურნირი Read More »

ჭადრაკის ტურნირი

სპორტული აქტივობების კვირეულის ფარგლებში ჭადრაკის ტურნირი ორ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, აბსოლუტური ჩემპიონი კი ზუკა ხუციშვილი გახდა.

ჭადრაკის ტურნირი Read More »

ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

შემოდგომის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობა-ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელები გადაეცათ: ანასტასია ბაღდოშვილი სოფია ჭელიძე ალექსანდრე ქვრივიშვილი ქეთო ამუზაშვილი ემილი მთვარაძე თეკლა ებრალიძე ალექსანდრა ამაღლობელი გაბრიელ ჭიჭინაძე ანასტასია ამაღლობელი

ფერწერული ნამუშევრების გამოფენა Read More »

თათარაობა 2024

„აკადემოსში“ თათარაობა 2024 აღინიშნა! შემოდგომა საქართველოში ყველაზე უხვმოსავლიანი და მრავალფეროვნებით გამორჩეული სეზონია. „აკადემოსი“ ტრადიციულად სკოლის ეზოში მოწეული ყურძნით(ალადასტურით), ბროწეულით, კომშითა და ვაშლით უმასპინძლდება პატარებს. მათ განსაკუთრებით ახარებთ ჩურჩხელების საკუთარი ხელით ამოვლების პროცესი. შემოდგომის კვირეულთან დაკავშირებით, გარდა თათარაობისა, ხელოვნებისა და ფერწერის პედაგოგებმა მოსწავლეების ფერწერული და აპლიკაციებით შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების, შემოქმედებითად მრავალფეროვანი გამოფენა მოაწყვეს. სკოლის შენობაში მოეწყო

თათარაობა 2024 Read More »

სპორტული აქტივობების კვირეული-მხიარული სტარტები

სპორტული აქტივობების კვირეული „აკადემოსში“. ჩვენმა ყველაზე პატარა აკადემოსელებმა, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა, „მხიარული სტარტები“ მოაწყვეს და მხიარულად ჩაატარეს თავიანთი პირველი სპორტული შეჯიბრი. და, როგორც მათ მეგობრულ ურთიერთობას შეეფერებოდა, შეჯიბრი ფრედ დასრულდა, მეგობრობამ გაიმარჯვა!

სპორტული აქტივობების კვირეული-მხიარული სტარტები Read More »

ტვინების ბრძოლა-შიდასასკოლო ჩემპიონატი

“ტვინების ბრძოლა”-მორიგი ინტელექტუალური და მრავლისმომცემი პროექტი, რომელშიც სკოლა „აკადემოსი“ ჩაერთო. ჩვენი სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებმა, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ზოგად, სააზროვო ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი. გამარჯვებული გუნდები: “პატარა მოაზროვნეები” “მისტიკა” “5 ტვინიკოსი” ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო პირველობაზე, 10 ნოემბერს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეებს!

ტვინების ბრძოლა-შიდასასკოლო ჩემპიონატი Read More »

Akademos TV-ბარბარიზმები

ენაში შემოსული სიტყვების გარჩევა და მათი სწორი შესატყვისის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ბარბარიზმები და აკადემოსელების პასუხები.

Akademos TV-ბარბარიზმები Read More »