სიახლეები

თბილისის ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში

თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულმა სპორტის ფედერაციამ 27.12 2015 წ მოაწყო კონკურსი ”გრან-პრი” საჯარო და კერძო სკოლებს შორის ცეკვებში,სადაც სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებმა დაიკავეს I ადგილი და დასახელდნენ წლის საუკეთესო ჩერლიდინგის შემსრულებლებად.ვულოცავთ ყველა მონაწილეს და პედაგოგ მირანდა ჭყონიას ამ გამარჯვებას .სკოლას გადაეცა მედალი და მადლობის სიგელი

ვრცლად

დაჯილდოება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

გამარჯვებულებს აჯილდოვებდა განათლების მინისტრის მოადგილე
ქ-ნ ლია გიგაური.
გამარჯვებული ნამუშევარი – ილუსტრაცია ი.გოგებაშვილის ,,ვანო და ჩიტი”.

ვრცლად

გაემგზავრეთ ლონდონის პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლებლად!

სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ,დარეგისტრდნენ და მოიპოვონ გრანტები. HMC პროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთ -ერთი მოსწავლე (ქეთევან რუხაძე) უკვე ორი წელია წარმატებით სწავლობს ,,Seaford collage”-ში (100%-იანი დაფინანსებით). HMC-ის პროექტის გარდა, სკოლა ,,აკადემოსის”უფროსკლასელებს ვთავაზობთ კიდევ ორ ახალ პროექტს. დაფინანსება ხდება 80%, 50%, 30%-იანი გრანტებით.

ვრცლად

HMC Project სტიპენდია

დიდი ხანია სკოლა “აკადემოსის” დირექცია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საშუალებას იძლევა თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში (London, New York, Kiev) ან გაეროს პროექტით გაემგზავრონ კონფერენციაზე დასასწრებად.

ვრცლად

თბილისობა 2014

სკოლაში დიდი ენთუზიაზმით ჩატარდა “თბილისობა 2014”-მიძღვნილი კვირეული. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა თბილისის თემაზე შესრულებული ნახატები, საუკეთესო ესეები, კედლის გაზეთები. უმცროსკლასელები თბილის-ქალაქზე შექმნილი ლექსების კითხვით გამოირჩეოდნენ.

ვრცლად

სასწავლო კურსი ლონდონის ELS-ის სასწავლებელში

სკოლა „აკადემოსის“ დირექციამ 2014 წლის იანვარში, ლონდონის ELS-ის სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2014  წლის 11 იანვრიდან 2014 წლის 26 იანვრის ჩათვლით სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა  იმოგზაურეს დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის  ინტენსიური  კურსის გასავლელად.  გარდა ჩატარებული გაკვეთილებისა ELS-ის სასწავლებელმა შემოგვთავაზა საინტერესო ექსკურსიები:

ვრცლად

AIESEC-ის პროექტი

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეთა ორი ჯგუფი (საბაზო და საშუალო) მონაწილეობას ღებულობს AIESEC-ის მიერ შემოთავაზებულ პროექტში. ამ პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი პირადი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. თანამედროვე საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება, ინგლისური ენის ამაღლება, საზოგადოებაში ახალი ლიდერების აღზრდის ხელშეწყობა. ჩატარდება სემინარები ინგლისურ ენაზე ისეთ თემებზე, როგორიცაა: Culture, Traditions, Lifestyle, Success tips, Social media & Network, Global stereotypes, Relationships, Teenagers, Music & Movies

ვრცლად