სიახლეები

ლიტერატურული კლუბი აქტიურად განაგრობს ფუნქციონირებას

ლიტერატურული კლუბი ისევ აქტიურად განაგრობს ფუნქციონირებას, წრე მოსწავლეებს უნერგავს კითხვის ჩვევებს

მათ უნდა განუვითარდეთ კითხვისადმი ინტერესი, რადგან ეს აუმჯობესებს მოსწავლეების ენობრივ უნარებს და მდიდარ ლექსიკას

ვრცლად

სკოლა “აკადემოსის” გასვლითი ღონისძიება კაჭრეთში

კახეთში შემოდგომა სხვა ფერია… განსაკუთრებით იგრძნობა ქართული სულისკვეთება,რასაც რთველი განაპირობებს.

რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ტრადიციაა, აკადემოსელებს კი ამ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ყურძნის კრეფა მოწნული კალათებით, საწნახელში დაწურვა, ღვინის ქვევრებში გადატანა, ჩურჩხელების ამოვლება – ეს ყველაფერი უბრალო სამუშაო აღარ არის ხოლმე და დღესასწაულად კვალიფიცირდება.

ვრცლად

პირველკლასელების ექსკურსია მცხეთაში

პირველი ექსკურსია მცხეთაში, ჩვენი პატარა აკადემოსელებისთვის და მათი მშობლებისთვის ნამდვილად დაუვიწყარ ემოციად დარჩება.

გასვლითი ტურის მიზანი იყო, მშობლებისა და პედაგოგების დაახლოება, პატარებთან ერთად სხვადასხვა მხიარულ თამაშში აქტიურობა. განსაკუთრებით მისასალმებელია მამების, სკოლის სახალისო ღონისძიებებში მონაწილეობის, ინტერესი.

როგორც ვიცით ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია მშობლების მაღალი ჩართულობა და ხარისხიანი ურთიერთობა პედაგოგებთან. სკოლა “აკადემოსი” კი მიზნობრივად, მუდმივად აუმჯობესებს და ამარტივებს კომუნიკაციას.

ვრცლად

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შემოგვთავაზა არაჩვეულებრივი სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც ილიაუნის ეზოში ჩატარდა. 

ვრცლად

სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა

სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა, რომლის ბაზაზეც, საზღვარგარეთ სწასვლის გაგრძელების მსურველებს, SAT-ის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. გამოცდა სისტემატიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5 სკოლაში. ეს წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.

ვრცლად

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა სკოლა “აკადემოსში”

სკოლა „აკადემოსი“ გახდა პირველი კერძო სკოლა საქართველოში, სადაც დაინერგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა.

USAID -ის მხარდაჭერით, მრავალშრიანი მხარდამჭერის სისტემის დანერგვა დაიწყო. სისტემა იყოფა სამ ძირითა შრედ.

ვრცლად

სკოლა “აკადემოსის” პირველი დღე

გილოცავთ, დაიწყო ახალი 2023/2024 სასწავლო წელი,ახალი შესაძლებლობებითა და სასიამოვნო მოლოდინებით სავსე.ჩვენს პატარა პირველ კლასელებს გილოცავთ ერთიდან ათვლას, ახალ საფეხურზე ასვლას და გისურვებთ, _ წარმატების მომტანი

ვრცლად

SAT-ის გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

როგორც ვიცით სკოლა “აკადემოსი” International College Board-ის მიერ ავტორიზირებული ცენტრი გახდა და ყველა მსურველს გიმასპინძლებთ, ჩვენს აკადემიურ სივრცეში, გამოცდების ჩასაბარებლად.

ვრცლად

ვიზიტი ივანე ჯავახიშვილისი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებს უმასპინძლა თბილისის” ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
მათ მოინახულეს უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და გეოგრაფიის მუზეუმი, ასევე ვაჟა-ფშაველას კაბინეტი;
ამ პატარა ექსკურსიის ბოლოს კი აკადემოსელებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ვრცლად

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ და 1950 წლიდან მოყოლებული ყოველ 1 იანვარს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას ახალი თაობის ჯანმრთელობასა და აღზრდა-განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა.

ვრცლად