სკოლა „აკადემოსში“ პროექტ-„თანასწორობის“ ფარგლებში
სტუმრად მოვიწვიეთ ისრაელის ელჩი რან გიდორი ,რომელმაც პროექტის კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს პირადად გადასცა სერტიფიკატები, მადლობის სიგელები და საჩუქრები.
სტუმრად მოვიწვიეთ ისრაელის ელჩი რან გიდორი ,რომელმაც პროექტის კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს პირადად გადასცა სერტიფიკატები, მადლობის სიგელები და საჩუქრები.
დღეს ,სკოლა “აკადემოსში” საგანგებო სიტუაციების პრაქტიკული სწავლება განხორციელდა , შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტისა და დამრიგებლების მიერ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად არტოს ბაღში ხეები დარგო. “აკადემოსის” მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ელჩმა რან გიდორმა და მოსწავლეებმა რამდენიმე ახალი ხე შემატეს ბაღს.
მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, სკოლა ,,აკადემოსი ”თავის მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში დისტანციურ ჩართულობას, რომელიც მათ საბოლოოდ გამოადგებათ არა მარტო პროფესიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევაში.
— სკოლა ,,აკადემოსის” უფროსკლასელების ონლაინ შეხვედრა ევროპის პარტნიორ (ISM) მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელთან
სკოლა ,,აკადემოსი”თავის პარტნიორ უკრაინის N 173 -ე (კიევი)გაძლიერებულ სკოლასთან ერთად მერამდენედ ახორცილებს საინტერესო პროექტებს დისტანციურად ,ამჯერად ორი ქვეყნის პოეტად აღიარებულ, ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტიორობით ახალი პროექტი იწყება მოხალისე მოზარდებისთვის, რომელშიც ჩართულია სკოლა ,,აკადემოსი”.
“აკადემოსის” მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე მოამზადეს პოსტერები, რომლებითაც აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. მათ პოსტერები საგან “მოქალაქეობის” ფარგლებში შექმნეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
,,The King’s & Queen’s literature Club” დისტანციური სწავლების პროცესის დროსაც სკოლა ,,აკადემოსისი” მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ინგლისურ კლუბში ,რომელსაც ხელმძღვანელობს English Book Education -ის წამომადგენელი ამერიკელი პედაგოგი Zach Erickson
სკოლა „აკადემოსი“ აგრძელებს საინტერესო კონკურსებში მონაწილეობას! ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ახალგაზრდა მკლევართა კლუბებისათვის გამოცხადებულ მნიშვნელოვან კონკურსში, რომლის მიზანი გახლდათ „STEM” დარგის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური, საინჟინრო თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებებით.