Author name: Salome Gordulava

დებატების სკოლა

სკოლა “აკადემოსში” დაფინანსებული დებატების სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს აგრძელებს ფუნქციონირებას. შეწყვეტის მიზეზი კი კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება იყო.
წრის არსებობა ემსახურება მოსწავლეებში დებატების კულტურისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და დაცვის უნარ-ჩვევების გააქტიურებას.
​დებატების სკოლა მოზარდს აძლევს საშუალებას იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, განავითაროს შემოქმედებითი უნარები. პროცესი ძალიან საინტერესოა, განიხილება ბევრი მნიშვნელოვანი და გადასაჭრელი თემა. მოსწავლეების ინიციატივები რომლებიც შეხვედრის პროცესში იბადება არასდროს არის უგულებელყოფილი სკოლის მიერ, ხშირად ხორციელდება პროექტები, კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები ამა თუ იმ საკითხზე.
შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ.
პედაგოგი ნათია შაქარიშვილი

დებატების სკოლა Read More »

მითოლოგია

სკოლა “აკადემოსი” აფინანსებს მითოლოგიის წრეს, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი არსით. მითოლოგიაში ღრმად ჩახედვამ შეიძლება როგორც წარსულის, ისე მომავლის მნიშვნელობა აღმოგაჩენინოს. მსოფლიოს მრავალი კულტურა გამოირჩევა თავისი მითებითა და მითიური პერსონაჟებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ წინაპრების თვალით შევხედოთ სამყაროს. საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახალ კულტურასთან ასიმილირებული ქართული მითოლოგია დღეს ბევრისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურებზე არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი წარმართული რწმენები, ტრადიციები, მითები, სიმღერები, ლექსები და პერსონაჟები იმალება მივიწყებული თქმულებების უკან.

მითოლოგია Read More »

მათემატიკური წრე

მათემატიკური წრე სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებულია.
წრის მუშაობის მიზანია მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაფართოება და განმტკიცება. წრეზე მუშაობით საფუძველი ექმდება მათემატიკის შემდგომ შესწავლას და შესაბამისი უნარების განვითარებისას. ხელს უწყობს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას, აქტიურობასა და გამარჯვებისაკენ სწრაფვას ,მათემატიკური ობიექტებისა და მათი გამოყენებით სწავლებას.

მათემატიკური წრე Read More »

რობოტიკა

“აკადემოსს” დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი სკოლის მიერ დაფინანსებული ახალი წრე დაემატა სახელად – რობოტიკა.

რობოტიკის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე მიდგომებს კომპიუტერულ მეცნიერებებში.
კურსი მოსწავლეებს დაეხმარება ციფრული სამყაროსთვის შესაბამისი აზროვნებისა და „სამომავლო მიზნებისთვის“ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
კურსის მონაწილეები დაეუფლებიან პროგრამირების ენების თავისებურებებს
წრეები მოსწავლეებს შესძენს, ციფრული მოწყობილობების და პროგრამების, რეგულირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების საფუძვლებს.

რობოტიკა Read More »

სპორტული ცეკვები

სკოლა “აკადემოსში” აკადემოსელებს სთავაზობს უფასო სპორტული ცეკვების წრეს, რომლის ხელმძღვანელიც არის მარიამ ყაჭეიშვილი, არა ერთგზის გამარჯვებული და უბადლო პროფესიონალი.

სპორტული ცეკვები – ეს მიმდინარეობა ქორეოგრაფიისა და სპორტის არაჩვეულებრივი სინთეზია. ის ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, ასევე აყალიბებს დისციპლინას, რიტმის შეგრძნებას, კოორდინაციის უნარს, იმპროვიზაციის შესაძლებლობას და სასცენო უნარ-ჩვევებს. ამასთანავე რაც ყველაზე მთავარია აქტიური ვარჯიში ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.

სპორტული ცეკვები Read More »

ქორეოგრაფიული სტუდია

ქორეოგრაფიული სტუდია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია გასვლითი თუ შიდა კონცერტებით.
ქორეოგრაფიული სტუდია მოზარდებში ავითარებს სასცენო-შემოქმედებით უნარებს, მოტორულ მეხსიერებასა და რიტმის გრძნობას. ასევე გამოკვეთს საკუთარი სხეულის ფლობისა და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარს. წრე ქართული ქორეოგრაფიის მიმართულებით არის, რაც მოსწავლეებში ქართული კულტურისა და სულისკვეთების ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას.
სკოლა “აკადემოსთან” არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “დარიალი”, რომლის მთავარი ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი გახლავთ.
განათლება – კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი . მიენიჭა ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის კვალიფიკაცია; ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე

ქორეოგრაფიული სტუდია Read More »

მენტალური არითმეტიკა

სკოლა “აკადემოსში” მენტალური არითმეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წრეა. როგორც ვიცით ის არის სახალისო და ძალიან ეფექტური მეთოდი ბავშვის ინტელექტისა და ლოგიკის განვითარებისთვის. ის გამოირჩევა ჩვეულებრივი არითმეტიკისაგან, რომლებიც სკოლაში ისწავლება. ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები მენტალურ მათემატიკას მუსიკას ადარებენ – “როდესაც ჩვენ შევიყვანთ ბავშვს მუსიკაზე, ის ჯერ ნოტებს ხედავს და თითოეულ სიმბოლოს შეისწავლის შემდეგ კი კლავიშებზე გადააქვს და მელოდიას ქმნის.”

მენტალური არითმეტიკა Read More »

კიოკუშინკაი კარატე

კიოკუშინკაი კარატეს ყველაზე ძლიერ სახეობად ითცლება და ხასიათდება ილეთების ეფექტურობით. კიოკუშინკაი ქართულად ითარგმნება, როგორც „აბსოლიტური ჭეშმრიტების მაძიებელთა კავშირი“, ან „გზა შორეული ჭეშმარიტებისაკენ”. ამ სახეობის მიზანია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ძალების მაქსიმალურ დონეზე განვითარება.
სკოლა “აკადემოსში” ამ წრის ხელმძღვანელი გიორგი კახაშვილია, რომელიც საქართველოს კარატე კიოკუშინკაი კან-ის ფედერაციის ტეზუკას ჯგუფის პრეზიდენტია.

კიოკუშინკაი კარატე Read More »

დასრულდა ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ნახატების კონკურსი

გამარჯვებული ექვსი ნომიმანტიდან ორი , სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეა. ეროვნული სასახლის რჩეული გახდა ილია ებრალიძე .ხოლო მოწონებების მიხედვით(ლაიქების), სამეულში მოხვდა მარიამ კაპანაძე მე-3 კლასი. პედაგოგი მაია მერაბიშვილი.

დასრულდა ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ნახატების კონკურსი Read More »