Author name: Salome Gordulava

ლეო ანთაძე _ სტუმრად აკადემოსში

დღეს სკოლა აკადემოსში საინტერესო და ყველასთვის საყვარელ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ლეო ანთაძე, ქართველი მსახიობი, დასამახსოვრებელი როლებით ჩვენი აღსაზრდელების წინაშე მინისპექტაკლით წარდგა.

ლეო ანთაძე _ სტუმრად აკადემოსში Read More »

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი fest into dance

წელს იტალიაში კერძოდ რიმინიში ჩატარდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი fest into dance, სადაც საპატიო მიწვევით სკოლა “აკადემოსის” თეატრალური დასი და მუსიკალური სტუდია იმყოფებოდა.

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი fest into dance Read More »

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღებული მონაწილეობისთვის კერძო სკოლა “კაი ყმას” (ახლანდელ აკადემოსს) 2008-2009 წლებში გადაეცა მადლობის სიგელი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა Read More »

საერთაშორისო ოლიმპიადა ,,BESAFENET” _ კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა

სკოლა ,, აკადემოსის“ მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო ოლიმპიადამ ,,BESAFENET”, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეებს ყოველწლიურად დისტანიურად მასპინძლობს საუკეთესო შედეგების მქონე სკოლები წელსაც გამოავლინა.

საერთაშორისო ოლიმპიადა ,,BESAFENET” _ კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა Read More »

თეატრალური წრე

სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული თეატრალური წრე, რომელმაც არაერთი წარმატება მოიპოვა, საერთაშორისო მასშტაბით, სხვადასხვა ფესტივალებზე, ყოველ სასწავლო წელს უამრავ სიახლეს გვპირდება.

თეატრალური წრის მიზანია მოსწავლეებში მეტყველების განვითარება, სასცენო მანერების აღმოჩენა და შემოქნედებითი უნარების განვითარება.

სკოლა “აკადემოსის” თეატრალური წრის ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილია, რომელიც გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი.

თეატრალური წრე Read More »

ჭადრაკის წრე

სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული ჭადრაკის წრე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა შეჯიბრებებში. მასწავლებელთან შეხვედრა ეწყობა კვირაში ერთხელ.
საჭადრაკო წრე მოსწავლეებში ხელს უწყობს სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბებას, მოთმინების უნარის განვითარებასა და სისტემატიურად შეჯიბრებებზე მონაწილეობით, მოტივაციის ამაღლებას.

ჭადრაკის წრე Read More »

ლიტერატურული სალონი

ლიტერატურულმა სალონმა დაისახა ახალი მიმართულება: გარდა საკუთარი ლექსებისა და ჩანახატებისა, მოსწავლეები წაიკითხავენ ყოველ კვირა ერთ წიგნს, რომელიც ასაკობრივი ნიშნით იქნება შერჩეული და განიხილავენ მას პედაგოგთან ერთად.
ლიტარეტურული სალონი არის სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული.

ლიტერატურული სალონი Read More »

ვოკალის წრე და მუსიკალური ოთხწლედი

ვოკალური წრისა და მუსიკალური ოთხწლედის მიზანი და ამოცანაა, აკადემოსის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით ჩამოუყალიბდეთ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, მუსიკალური მეხსიერება, გემოვნება, სმენა და რიტმის გრძნობა. შეძლონ აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ თავიანთი შესრულებით.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას დაწყებით საფეხურზე, მაშინ როდესაც ბავშვის უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და აღმოჩენის პროცესშია. სკოლა “აკადემოსის” ერთ-ერთი პრიორიტეტიც სწორედ ის არის, რომ აკადემოსელებმა აღმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები, ამიტომ სკოლა სრულად აფინანსებს ვოკალურ წრეს, თითოეული აკადემოსელისთვის.

ვოკალის წრე და მუსიკალური ოთხწლედი Read More »

ფერწერის წრე

ფერწერის წრე სკოლა “აკადემოსის” მიერაა დაფინანსებულია.
ამ წრის მიზანია ფერწერით დაინტერესებული მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარება, სახვით და წარმოსახვით უნარებს გამომუშავება და მეტი ჩართულობა შემოქმედებით საქმიანობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლება აკადემოსის სივრცეში, დაფუძნებულია პრაქტიკულ მუშაობაზე.
წრეს ხელმძღვანელობს მაია მერაბიშვილი მხატვართა კავშირის წევრი, თანამედროვე მხატვარი და მინაზე ვიტრაჟული ხატვის ხელოვანი. მისი გამოფენები ტარდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორებიცაა, ნიუ-იორკი (აშშ), ინდოეთი – გოა. ინდო – ქართული ფესტივალის აქტიური მონაწილე. ესპანეთი.

ფერწერის წრე Read More »