Author name: Salome Gordulava

ჭადრაკის წრე

სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული ჭადრაკის წრე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა შეჯიბრებებში. მასწავლებელთან შეხვედრა ეწყობა კვირაში ერთხელ.
საჭადრაკო წრე მოსწავლეებში ხელს უწყობს სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბებას, მოთმინების უნარის განვითარებასა და სისტემატიურად შეჯიბრებებზე მონაწილეობით, მოტივაციის ამაღლებას.

ჭადრაკის წრე Read More »

ლიტერატურული სალონი

ლიტერატურულმა სალონმა დაისახა ახალი მიმართულება: გარდა საკუთარი ლექსებისა და ჩანახატებისა, მოსწავლეები წაიკითხავენ ყოველ კვირა ერთ წიგნს, რომელიც ასაკობრივი ნიშნით იქნება შერჩეული და განიხილავენ მას პედაგოგთან ერთად.
ლიტარეტურული სალონი არის სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებული.

ლიტერატურული სალონი Read More »

ვოკალის წრე და მუსიკალური ოთხწლედი

ვოკალური წრისა და მუსიკალური ოთხწლედის მიზანი და ამოცანაა, აკადემოსის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით ჩამოუყალიბდეთ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, მუსიკალური მეხსიერება, გემოვნება, სმენა და რიტმის გრძნობა. შეძლონ აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ თავიანთი შესრულებით.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას დაწყებით საფეხურზე, მაშინ როდესაც ბავშვის უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და აღმოჩენის პროცესშია. სკოლა “აკადემოსის” ერთ-ერთი პრიორიტეტიც სწორედ ის არის, რომ აკადემოსელებმა აღმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები, ამიტომ სკოლა სრულად აფინანსებს ვოკალურ წრეს, თითოეული აკადემოსელისთვის.

ვოკალის წრე და მუსიკალური ოთხწლედი Read More »

ფერწერის წრე

ფერწერის წრე სკოლა “აკადემოსის” მიერაა დაფინანსებულია.
ამ წრის მიზანია ფერწერით დაინტერესებული მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარება, სახვით და წარმოსახვით უნარებს გამომუშავება და მეტი ჩართულობა შემოქმედებით საქმიანობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლება აკადემოსის სივრცეში, დაფუძნებულია პრაქტიკულ მუშაობაზე.
წრეს ხელმძღვანელობს მაია მერაბიშვილი მხატვართა კავშირის წევრი, თანამედროვე მხატვარი და მინაზე ვიტრაჟული ხატვის ხელოვანი. მისი გამოფენები ტარდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორებიცაა, ნიუ-იორკი (აშშ), ინდოეთი – გოა. ინდო – ქართული ფესტივალის აქტიური მონაწილე. ესპანეთი.

ფერწერის წრე Read More »

დებატების სკოლა

სკოლა “აკადემოსში” დაფინანსებული დებატების სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს აგრძელებს ფუნქციონირებას. შეწყვეტის მიზეზი კი კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება იყო.
წრის არსებობა ემსახურება მოსწავლეებში დებატების კულტურისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და დაცვის უნარ-ჩვევების გააქტიურებას.
​დებატების სკოლა მოზარდს აძლევს საშუალებას იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, განავითაროს შემოქმედებითი უნარები. პროცესი ძალიან საინტერესოა, განიხილება ბევრი მნიშვნელოვანი და გადასაჭრელი თემა. მოსწავლეების ინიციატივები რომლებიც შეხვედრის პროცესში იბადება არასდროს არის უგულებელყოფილი სკოლის მიერ, ხშირად ხორციელდება პროექტები, კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები ამა თუ იმ საკითხზე.
შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ.
პედაგოგი ნათია შაქარიშვილი

დებატების სკოლა Read More »

მითოლოგია

სკოლა “აკადემოსი” აფინანსებს მითოლოგიის წრეს, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი არსით. მითოლოგიაში ღრმად ჩახედვამ შეიძლება როგორც წარსულის, ისე მომავლის მნიშვნელობა აღმოგაჩენინოს. მსოფლიოს მრავალი კულტურა გამოირჩევა თავისი მითებითა და მითიური პერსონაჟებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ წინაპრების თვალით შევხედოთ სამყაროს. საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახალ კულტურასთან ასიმილირებული ქართული მითოლოგია დღეს ბევრისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურებზე არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი წარმართული რწმენები, ტრადიციები, მითები, სიმღერები, ლექსები და პერსონაჟები იმალება მივიწყებული თქმულებების უკან.

მითოლოგია Read More »

მათემატიკური წრე

მათემატიკური წრე სკოლა “აკადემოსის” მიერ დაფინანსებულია.
წრის მუშაობის მიზანია მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაფართოება და განმტკიცება. წრეზე მუშაობით საფუძველი ექმდება მათემატიკის შემდგომ შესწავლას და შესაბამისი უნარების განვითარებისას. ხელს უწყობს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას, აქტიურობასა და გამარჯვებისაკენ სწრაფვას ,მათემატიკური ობიექტებისა და მათი გამოყენებით სწავლებას.

მათემატიკური წრე Read More »

რობოტიკა

“აკადემოსს” დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი სკოლის მიერ დაფინანსებული ახალი წრე დაემატა სახელად – რობოტიკა.

რობოტიკის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე მიდგომებს კომპიუტერულ მეცნიერებებში.
კურსი მოსწავლეებს დაეხმარება ციფრული სამყაროსთვის შესაბამისი აზროვნებისა და „სამომავლო მიზნებისთვის“ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
კურსის მონაწილეები დაეუფლებიან პროგრამირების ენების თავისებურებებს
წრეები მოსწავლეებს შესძენს, ციფრული მოწყობილობების და პროგრამების, რეგულირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების საფუძვლებს.

რობოტიკა Read More »

სპორტული ცეკვები

სკოლა “აკადემოსში” აკადემოსელებს სთავაზობს უფასო სპორტული ცეკვების წრეს, რომლის ხელმძღვანელიც არის მარიამ ყაჭეიშვილი, არა ერთგზის გამარჯვებული და უბადლო პროფესიონალი.

სპორტული ცეკვები – ეს მიმდინარეობა ქორეოგრაფიისა და სპორტის არაჩვეულებრივი სინთეზია. ის ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, ასევე აყალიბებს დისციპლინას, რიტმის შეგრძნებას, კოორდინაციის უნარს, იმპროვიზაციის შესაძლებლობას და სასცენო უნარ-ჩვევებს. ამასთანავე რაც ყველაზე მთავარია აქტიური ვარჯიში ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.

სპორტული ცეკვები Read More »

ქორეოგრაფიული სტუდია

ქორეოგრაფიული სტუდია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია გასვლითი თუ შიდა კონცერტებით.
ქორეოგრაფიული სტუდია მოზარდებში ავითარებს სასცენო-შემოქმედებით უნარებს, მოტორულ მეხსიერებასა და რიტმის გრძნობას. ასევე გამოკვეთს საკუთარი სხეულის ფლობისა და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარს. წრე ქართული ქორეოგრაფიის მიმართულებით არის, რაც მოსწავლეებში ქართული კულტურისა და სულისკვეთების ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას.
სკოლა “აკადემოსთან” არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “დარიალი”, რომლის მთავარი ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი გახლავთ.
განათლება – კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი . მიენიჭა ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის კვალიფიკაცია; ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე

ქორეოგრაფიული სტუდია Read More »